სულიერი საკითხავი სულს ათბობს და გაძლიერებულად აღძრავს მას ლოცვისა და მოღვაწეობისათვის.
„წმ. წიგნებისათვის თვალის ერთი შევლებაც კი ღვთისმოსავი ცხოვრების სურვილს აღუძრავს ადამიანს“, - ამბობს წმ. ეპიფანე კვიპრელი.
მოიგე უკუე წიგნის კითხვაი მოუწყინებელად, დაღაცათუ მცირედ დაშურე, არამედ გული შენი განათლდეს, უკუეთუ იღუაწო სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა, ლოცვითა და მღვიძარებითა და მოთმინებითა
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყო...
იხილეთ სრულად
წმ. მამათა წიგნები, ერთ-ერთი მათგანისავე თქმით სარკეს წააგავს: თუ სული ხშირად იხედება ამ სარკეში, საკუთარ ნაკლოვანებათა დანახვას შეძლებს. ეს წიგნები სამკურნალო მცენარეთა მდიდრულ ნაკრებსაც შეიძლება შევადაროთ: სულს შეუძლია მათგან ყოველი თავისი სალმობისათვის შესაფერისი წამალი აირჩიოს.
link
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრუ...
იხილეთ სრულად
მარტომყოფი შევიმეცნებ წმიდა წერილს, აღთქმულს უფლისაგან, მის განმარტებებსა და აგრეთვე წმიდა მოციქულთა ეპისტოლეებს, წმიდა მამათა ცხოვრებებსა და მოძღვრებებს, გულისყურს მივაპყრობ მათ და რაც დაემთხვევა ჩემს გულისთქმას უფლის ნების აღსრულებისა და სულის სასარგებლოდ, გადმოვიწერ და შევისწავლი. ეს არის ჩემი სიცოცხლე და სულისთქმა. გირჩევთ, თქვენც ასე მოიქცეთ. მე ამას გირჩევთ სულის კეთილდღეობისათვის. გთავაზობთ იმას, რაც საკუთარი თავისათვის მიმიჩნევია სასარგებ...
link
ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე? ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? - ...
იხილეთ სრულად
ერთხელ ერთმა ბრძენს ჰკითხა: მუდმივად რატომ კითხულობ წიგნებს, სადაც ღვთის შესახებ სწავლება და ადამიანის მოვალეობებია გადმოცემული? შენ ხომ ეს უკვე რამდენჯერმე წაიკითხე? ბრძენმა უთხრა: "დღეს რატომღა ითხოვ საჭმელს? გუშინ ხომ ჭამე? - "მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცოცხლო", - უმასუხა მან. - "მეც სწორედ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვიცოცხლო"! - უპასუხა ბრძენმა. ბრძენის აზრით, როგორც სხეულს სჭირდება ყოველდღიური საზრდელი, რათა იცოცხლოს, ასევე სულს ესაჭიროება ყო...
link
უკუეთუ საქმენი კეთილნი არა გქონან, ქანანელისა მისებრ ხმობდი: "შემიწყალე მე, უფალო". უკუეთუ არა გაქუს შენ კადნიერებაი საქმეთაგან კეთილთა, მიივლტოდე მრავალმოწყალებათა მიმართ მაცხოვრისათა, გამოუთქუმელთა, და მიისწრაფე მდინარედ, ღმრთის...
იხილეთ სრულად
უკუეთუ საქმენი კეთილნი არა გქონან, ქანანელისა მისებრ ხმობდი: "შემიწყალე მე, უფალო". უკუეთუ არა გაქუს შენ კადნიერებაი საქმეთაგან კეთილთა, მიივლტოდე მრავალმოწყალებათა მიმართ მაცხოვრისათა, გამოუთქუმელთა, და მიისწრაფე მდინარედ, ღმრთის სულიერთა წიგნთა კითხვასა. რამეთუ ვითარცა-იგი რომელნი ჟამსა სიცხისასა მახლობლად სხდიედ გამოსადინელსა წყალთასა და სიგრილისა მისგან ჰაერისა განერნიან მძლაფრისა მისგან სიცხისა, ეგრეთვე რომელი მიივლტოდის წიგნთა წმიდათასა, გა...
link
თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მ...
იხილეთ სრულად
თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მუშაკის გონება რაიმე გარეშეთი არის დაკავებული და მას ავიწყდება ასოებზე საღებავის დადება, მაშინ დაზგები უქმად მუშაობენ და არაფერს ბეჭდავენ.ის კი, ვინც ყურადღებით კითხულობს, მაგრამ ამასთანავე მხოლოდ კითხვით კმაყოფილდება და ...
link
წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხი...
იხილეთ სრულად
წმ. მამათა კითხვა გულმოდგინე, გულისხმიერი და მუდმივი უნდა იყოს: ჩვენს უხილავ მტერს, რომელსაც „სძულან ხმანი კეთილნი“ (იგ. 11, 15), განსაკუთრებული სიძულვილი მაშინ ეუფლება, როდესაც ეს ხმა წმ. მამებისაგან მოდის. სწორედ მამათა ხმა ამხილებს ეშმაკის მზაკვრობასა და უკეთურებას, ამჟღავნებს ბოროტის მახეებს, მის მოქმედებას. ამიტომ ეშმაკი გმობისა და ამპარტავნების გულისსიტყვებს ხმარობს მამათა კითხვის წინააღმდეგ: ცდილობს ამაო ზრუნვა მოუვლინოს მოღვაწეს, რათა გან...
link
როგორ დავიმახსოვროთ წმიდა წიგნში წაკითხული?