განათლება - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
ილია II

სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევძინოთ ჩვენს გულს, ჩვენს გონებას, იმდაგვარად უნდა ავმაღლდეთ, რომ მაღალ დონეზე სუფევდეს ჩვენში სარწმუნოება და ცოდნა. სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცოდნა უნდა შევძინოთ ჩვენს...

link
წმ. ილია მართალი

კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს. კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა...

link
image

მზე ანათებს კიდეც და ათბობს კიდეც. მხოლოდ სინათლე ან განათება საკმარისი არ არის; საჭიროა სითბო, ე.ი. სარგებლობა - გონების განათებით გულის განათლება, სულის სიკეთე. მზე ანათებს კიდეც და ათბობს კიდეც. მხოლოდ სინათლე ან...

link
image

ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ მათთან გართობა ან მათით გართობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დგება დრო, რომ გართობაზე მეტად მათ სწავლაზე უნდა იზრუნონ. ბავშვებისადმი უდიდესი გაუფრთხილებლობაა მხოლოდ მათთან...

link
ილია II

თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას ინტელიგენცია შეძლებს მხოლოდ მაშინ, თუ თავის ცოდნას რწმენას დაუკავშირებს. ოდენ ამ შემთხვევაში მიაღწევს ის დიდ და სასურველ შედეგებს. თავისი ფუნქციის სწორად შეფასებას და შესრულებას...

link
წმ. ილია მართალი

ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის მიზეზი, რომ ქვენა გრძნობანი ზენა გრძნობათა ადგილას გამეუფდებიან ხოლმე, ტყუილი მართალის ნიღაბ ქვეშ დაიარება და ყალბი ხალასად გადის. ზნე-ჩვეულების გაუწმენდელობა და გაუნათლებლობა არის...

link
ილია II

ჩვენ ვცხოვრობთ მიწყივ ცვალებად მსოფლიოში, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის ხანაში. ეს პროცესი იმდენად სწრაფია, რომ ადამიანი ხშირად ვერ ახერხებს შეიცნოს ყოველივე, რაც ხდება მის გარშემო. ჩვენ ვცხოვრობთ მიწყივ ცვალებად მსოფლიოში,...

link
ილია II

თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს. თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ...

link
წმ. ტიხონ ზადონელი

უბრალო ქრისტიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია, რომელიც წმიდა სარწმუნოებრივ დოგმატებში განისწავლა, სიბრძნით ბევრად აღემატება პლატონსა და არისტოტელეს და სხვა წარმართ ბრძენებსაც კი. უბრალო ქრისტიანი, რომელსაც არანაირი განათლება არ...

link
ილია II

იმას, რაც ადამიანს ღვთისა და მისი რწმენისაგან განაშორებს, არ შეიძლება მეცნიერება ეწოდოს, ის ცრუ მეცნიერებაა და შედეგად მხოლოდ დაღუპვა მოაქვს. ჩვენი ვალია ეკლესიური ცხოვრება ვასწავლოთ მეცნიერებს. იმას, რაც ადამიანს ღვთისა და მისი რწმენისაგან...

link
3