განათლება - ციტატები, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
ილია II

უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის. უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა,...

link
პაისი მთაწმინდელი

განათლებული ადამიანი შეიძლება ღვთისმოსავი არ იყოს, მაგრამ რადგანაც ადვილად შეუძლია საგნებსა და მოვლენებში გაერკვეს, იგი მცირეოდენი სიმდაბლისა და მცირეოდენი ღვაწლის საშუალებითაც მიაღწევს წარმატებას. განათლებული ადამიანი შეიძლება ღვთისმოსავი არ იყოს,...

link
ილია II

საქართველოს კულტურული, ინტლექტუალური, თუნდაც მატერიალური პოტენციალის აღორძინება სულიერი ამაღლებით უნდა დაიწყოს. მეცნიერების და მის წარმომადგენელთა სულიერება იქნება სათავე ჩვენი ქვეყნის განათლებისა. საქართველოს კულტურული, ინტლექტუალური, თუნდაც...

link
ილია II

როდესაც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესი ყურადღება განათლებას და ცოდნის ამაღლებას უნდა მივაქციოთ: "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია მამა თქვენი ზეციერი" (მათე 5,48). - მოგვიწოდებს მაცხოვარი. როდესაც საქართველოს მომავალზე ვფიქრობთ, უპირველესი...

link
წმ. ილია მართალი

დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და დავიწყებულია, რომ ადამიანს ჭკვა-გონების გარდა გულიცა აქვს, რომელსაც კაი-კაცობისათვის ისეთივე წურთვნა და გახსნა უნდა, როგორც ცოდნისათვის ჭკვა-გონებასა. დღეს ყოველიფერი შეწირული აქვს მარტო გონების გახსნას და...

link
image

რა სარგებლობა აქვს გემს ანძის, მესაჭის, მეზღვაურების, აფრებისა და ღუზისაგან, თუ ქარი არ არის? მაშ, რა სარგებლობა უნდა ჰქონდეს მჭევრმეტყველებას, გონებამახვილობას, ცოდნას, განათლებას, გონიერებას, თუ სულში სულიწმიდა არ არის? რა სარგებლობა აქვს გემს ანძის, მესაჭის, მეზღვაურების,...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

განათლება და კეთილი ზნეობა საზოგადოებისა ვერ წარიმართება, თუ ქალები არ არიან განათლებულნი და ზნეობრივ საქმეთა შინა წინამძღოლნი. კეთილგონიერსა და ღმრთისმოყვარე ქალს შეუძლია თავის გარშემო მყოფნი განანათლოს და მოაქციოს. განათლება და კეთილი ზნეობა საზოგადოებისა ვერ...

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

თუ ჭკუა არ გაანათლე, ვერ დააფასებ მაცხოვრის სწავლასა და ვერ შეიტყობ მას გულითა. მასასადამე ეცადე, ძმაო, რაც შეგიძლია, გაანათლო სული შენი სწავლითა. პირველი და საღმრთო მოვალეობა კაცისა ის არის, რომ ჭკუა და გონება განათლებული ჰქონდეს... იხილეთ სრულად

link
image

როგორც ყოველგვარი საუნჯე ვერ გაქცევს მდიდრად, არამედ - მხოლოდ კეთილგონიერებითა და ზომიერად გამოყენებული, ასევე განათლება ყოველთვის როდი გადაიქცევა სრულყოფილებად. არსებობს სიბრძნის უმაღლესი სახე, რომელიც სიბრძნის გამოყენებაში მდგომ... იხილეთ სრულად

link
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

სჯობია კაცი უსწავლელი იყოს, სხვადასხვა მეცნიერება არ იცოდეს, და საქმით კარგი იყოს, ვიდრეღა სწავლული და საქმით ცუდი. გარნა, ყველაზე უმჯობესი და უმშვენიერესი ის არის, თუ კაცი გონებითაც განათლებულია და საქმენიც, ყოფა–ქცევაც განათებულ... იხილეთ სრულად

link
3