თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჰმართებთ: მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინ...
იხილეთ სრულად
თაობათა შორის წინააღმდეგობა ყოველთვის იყო და კვლავაც იქნება, მაგრამ იგი არ უნდა გადაიზარდოს უგულებელყოფასა და გაუცხოებაში. ახალგაზრდებს მეტი დაფიქრება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ჰმართებთ: მათ უნდა იცოდნენ, რომ ტელევიზიით, ინტერნეტით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით მიღებული ცოდნა ზედაპირულია, სიღრმე აკლია და იგი ასეთსავე ადამიანებს აყალიბებს. ძველი თაობა კი, მიუხედავად მრავალი ნაკლისა, უფრო წინდახედული იყო და უფრო ღრმად აზროვნებდა.
კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება ...
იხილეთ სრულად
კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება აღიზარდოს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ადამიანს სრულფასოვანი წარმოდგენა სამყაროზე და გამოუმუშავდება უნარი კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.