8.ვისაც აქვს სულიერი რამ ნიჭი და, ამასთან, თანაუგრძნობს არმქონეთ, ამვარი ვინმე სწორედ თანაგრძნობის წყალობით ინარჩუნებს იმას, რაც ებოძა, მაშინ, როცა ვინც ქედმაღლობს, იღუპავს ნიჭს, იგვემება რა ქედმაღლობის გულისზრახვებით.
დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენ ქედმაღლობა და ზესთამჩენობა – მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმო...
იხილეთ სრულად
რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.რაც უფრო ვიწროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი განიკურნებოდა ქედმაღლობისაგან
link
როცა ადამიანი გონებით ამაღლდება და ასე იტყვის ხოლმე საკუთარი თავისთვის – უკვე შემიძენია სათნოებანი და კეთილად წარმემართება ცხოვრების გზაო, მაშინ, უწყოდეთ, რომ დიდად შეუცოდავს ასეთ ადამიანს და თვითვე განუსჯია საკუთარი თავი, რამეთუ...
იხილეთ სრულად
როცა ადამიანი გონებით ამაღლდება და ასე იტყვის ხოლმე საკუთარი თავისთვის – უკვე შემიძენია სათნოებანი და კეთილად წარმემართება ცხოვრების გზაო, მაშინ, უწყოდეთ, რომ დიდად შეუცოდავს ასეთ ადამიანს და თვითვე განუსჯია საკუთარი თავი, რამეთუ იგი არ დაელოდა ჭეშმარიტი მსაჯულის – ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლას ამქვეყნად განსჯად ცოცხალთა და მკვდართა.
link
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გ...
იხილეთ სრულად
ძალიან ხშირად ცოდნას და რწმენას უპირისპირებდნენ ერთმანეთს, რაც მეტად უარყოფითად მოქმედებდა როგორც რწმენაზე, ისე მეცნიერებაზე. ცოდნა და რწმენა თვითმიზანი კი არ არის, არამედ გზაა ჭეშმარიტებისა და ღვთისაკენ მიმავალი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს დიდი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, მაქსიმე აღმსარებელის სიტყვები: "ცოდნა, ღვთის შიშისაგან აულაგმავი, შობს ქედმაღლობას".
link
რა არის ამპარტავნება? მას ძალიან სხარტად და ლაკონურად განმარტავს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავნება უკიდურესი სიღატაკეა სულისა. ფილოსოფია და მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია მრავალგვარი განსაზღვრებითა და მაგალითით ამ ნაკლისა...
იხილეთ სრულად
რა არის ამპარტავნება? მას ძალიან სხარტად და ლაკონურად განმარტავს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავნება უკიდურესი სიღატაკეა სულისა. ფილოსოფია და მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია მრავალგვარი განსაზღვრებითა და მაგალითით ამ ნაკლისა, მაგრამ დასკვნა საერთოა: ქედმაღლობა მანკიერი გრძნობაა, საძრახი და ყოვლად დამამცირებელი. იგი გვიჩვენებს, რომ პიროვნება არ იცნობს თავის თავს.
link
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და რომელიც დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (...
იხილეთ სრულად
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და რომელიც დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფესელთა, 4,31).
link
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2);...
იხილეთ სრულად
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).
link
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კე...
იხილეთ სრულად
არის კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - შეურაცხყოფა ღვთის დიდებულებისა, როდესაც დახმარების მისაღებად მიმართავენ პირდაპირ ეშმაკს. თუ ჩვენს შორის არიან ასეთი ადამიანები, დაე შეინანონ!
ვცოდავდით, როცა ჩვენს დამსახურებად მივიჩნევდით კეთილდღეობას, რომელსაც უფალი გვაძლევდა. და უფალიც გარე მიიქცევს პირს ჩვენი ქედმაღლობისაგან, რამეთუ "სძულს უფალს ყოველი ქედმაღალი" (იგავნი 8, 13). ამპარტავნებით შობილი ეს ცოდვა დარღვევაა ღვთისადმი სიყვარულისა და სიმართლისა.
link
ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვ...
იხილეთ სრულად
ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმიდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: "იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო. თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელ...
link