თემა: მტერობა მტერს უდიდესი სარგებელი მოაქვს შენთვის, თუმცა მისი განზრახვა შენთვის სარგებლის მომტანი როდია. link
თემა: მტერობა ცეცხლს თუ შეაფურთხებ, ჩაქრება, ხოლო თუ შეუბერავ, უფრო გაჩაღდება და მაშინ ხანძარსაც არაფერი აკლია. link
თემა: მტერობა ადამიანები რომ გარჯილიყვნენ და უკეთ შეეცნოთ ერთმანეთი, მტრობა და შუღლი თავისთავად განქარდებოდა. link
თემა: მტერობა არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისთვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე. link
თემა: მტერობა ვითარცაღა სიყუარული დაჰფარავს მრავალთა ცოდვათა, ეგრეთვე მტერობაი შობს მრავალთა ცოდვათა არარაისაგან link
თემა: მტერობა ადამიანი მტერს წყევლა-კრულვას უგზავნის, უფრო ხშირად კი საკუთარი ცოდვის წყალობით მოყვარეს მტრად აქცევს. link
თემა: მტერობა მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი - სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული. link
თემა: მტერობა ქრისტიანი ერთ მტერსაც კი არ უნდა სცნობდეს მთელ ქვეყანაზე, თუნდაც ქვეყანამ ერთი მეგობარიც კი არ გაიმეტოს მისთვის. link
თემა: მტერობა მტრისთვის მიმტევებელი და ავისათვის სიკეთის მქმნელი მიემსგავსება არომატს, რომლითაც აღვსილია მისი დამწველი ცეცხლი. link
თემა: მტერობა გეუკეთე კეთილი საქმე მეგობრებს, რათა მათ კიდევ უფრო მეტად უყვარდე: ასევე მოექეცი შენს მტრებსაც, რათა ისინი შენი მეგობრები გახდნენ. link