სიღარიბე - ციტატები, გამონათქვამები
გაჭირვებაში გაზრდილი ბავშვი ხანდახან გენიოსი ხდება, ხოლო ფუფუნებაში და სიმდიდრეში გაზრდილი ბავშვი იჩაგრება მერე ცხოვრებაში
თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს".
რა უფრო მეტად ფასობს - ფულის ტაძრისთვის დახარჯვა თუ დანაკლისის ღირსეულად მოთმენა?
გამოცდილება მოწმობს, რომ ზოგიერთი ამქვეყნად წარჩინებული ადამიანი ღვთის წინაშეც ჩინებული იყო. იყვნენ მეფენი, თავისი ღვაწლით უფალს რომ სათნო ეყვნენ, და იყვნენ ადამიანები, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებულნი, მთელი სიცოცხლის განმავლობაშ... იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრება სავსეა დაცემითა და აღდგომით. თუ ვმხიარულობთ, მწუხარებისთვის უნდა ვემზადოთ, თუ შეჭირვებულნი ვართ, ღვთის მოწყალებას უნდა ველოდოთ. სიხარული და მწუხარება მუდმივად მონაცვლეობენ ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი საზოგადოების შექმნა... იხილეთ სრულად
თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება".