თემა: სიღარიბე ყველაზე ღატაკი ისაა, ვინც იესოს გარეშე ცხოვრობს: ყველაზე მდიდარი კი - ვისაც იესოსთან ყოფნის ბედნიერება აქვს link
თემა: სიღარიბე ნუ დაძრახავ სიღატაკეს, როდესაც სხვებთან შეხვდები მას; ნუ შეგეშინდება მისი, თუ იგი შენთან მოსვლას დააპირებს. link
თემა: სიღარიბე ჯობს სიღატაკის მოთმენა და ქრისტესთან ყოფნა, ვიდრე მასთან ერთობის გარეშე ყოველივე ცხოვრებისეულის უხვად ფლობა. link
თემა: სიღარიბე როცა სახლის ზღურბლთან ღატაკი მათხოვრის ღარიბულ სამოსს დაინახავ, დაფიქრდი, შეიძლება, ხვალვე მასზე ღატაკი აღმოჩნდე. link
თემა: სიღარიბე უპირველეს მდიდარს, ისევე როგორც უკანასკნელ გლახაკს, მარადისობაში მხოლოდ მისი საქმეები გაჰყვება, კეთილი ანდა ბოროტი. link
თემა: სიღარიბე თუ სიღარიბე მრავალ მიწიერ სარგებელს გვაკლებს, სამაგიეროდ, მას მივყავართ იმ გზისკენ, რომელიც მრავალი ხიფათისგან არის თავისუფალი. link
თემა: სიღარიბე ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი? link
თემა: სიღარიბე გეღიმება, როცა ხედავ, რომ ბავშვს თავი დიდად მოაქვს. მიმოიხედე, განა ნაკლებად სასაცილო ხარ შენ, როცა უკმაყოფილო ხარ შენი მდგომარეობით? link
თემა: სიღარიბე ღარიბისთვის უცნობია ხმაურიანი საზოგადოების მრავალი სიხარული. მაგრამ რა საბრალოა მათი სიცარიელე! ეჰ, ისინი მხოლოდ ცარიელნი რომ იყვნენ! link
თემა: სიღარიბე ის კი არ არის ღატაკი, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც მეტი უნდა. ასევე, მდიდარი ის კი არაა, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც არაფერს ითხოვს. link