image
image
9
10
11
12
image
image
Loading..
image

თემა: აღსარება

314. როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი მოახლოებულ სიკვდილს?როცა უფალი ძალთა მძიმე ავადმყოფობით ან სხვა გზით გვამცნობს მოახლოებულ სიკვდილს, მაშინ განსაკუთრებული გულმოდგინებითაა საჭირო მისთვის შემდეგი სახით მზადება:
1) 1) ავადმყოფმა დროულად მოინანიოს ცოდვები, თქვას აღსარება, განიწმინდოს სინდისი, ეზიაროს, იცხოს ზეთი და დამშვიდებული სულით მთლიანად მიენდოს ღვთის ნებას. 2) 2)
დროულად უნდა მოიგვაროს საშინაო საქმეები, შეადგინოს ანდერძი, შეურიგდეს ყველას; აპატიოს მტრებსაც... შემდეგ კი იფიქროს იმაზე, თუ როგორ შეხვდება სიკვდილს და როგორ წარდგება ღვთის წინაშე.
3) 3) ეშმაკი ცდილობს ამ დროს მიიყვანოს ადამიანი სასოწარკვეთილებამდე – სულის სიკვდილამდე. ამ დროს ავადმყოფმა განსაკუთრებული მხურვალებით უნდა შესთხოვოს ღმერთს, განამტკიცოს მასში უფლის რწმენა, იმედი და სიყვარული.
link
image

თემა: აღსარება

178. როგორ მოვიქცეთ, რომ განვმართლდეთ უფლის წინაშე განკითხვის დღეს?1) ხშირად ვამოწმოთ საკუთარი სინდისი, არის თუ არა სუფთა იმ ზომამდე, რომ არ გვეშინოდეს სიკვდილთან შეხვედრისა;
2) არაა საკმარისი მოვერიდოთ მხოლოდ მძიმე ცოდვებს. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი მცირე შეცდომებიც, განვიწმინდოთ გული... ხშირად უნდა ვთქვათ აღსარება და ვეზიაროთ იმ განწყობით, როგორადაც აღვასრულებთ ამ საიდუმლოს სიკვდილის წინ.
3) ყოველღამე უნდა დავწვეთ იმ ფიქრით, რომ შეიძლება გავიღვიძოთ უკვე იმქვეყნად.
4) მოკლედ რომ ვთქვათ, ის, რასაც ისურვებდი გაგეკეთებინა სიკვდილის ჟამს, გააკეთე უფრო ადრე
link
image

თემა: აღსარება

საყვარელნო! აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა, რამეთუ აღსარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან, ვითარ იგი სალმობანი ხორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან. ხოლო დაფარვა ცოდვის... იხილეთ სრულად
link
image

თემა: აღსარება

მამა გაბრიელ, ანტიქრისტემ თუ იცის, რომ ანტიქრისტეა და რა არის მისი სახელი?მან კი იცის, შენ თუ მიხვდები. ვინც ანტიქრისტეს ბეჭედს მიიღებს, აღსარება ვეღარ უშველის.
ანტიქრისტეს დროს ყველაზე დიდი უბედურება ის არის, ხსნას კოსმოსიდან რომ ელოდება. ეგონებათ უცხოპლანეტელები მოვლენ და უშველიან. სინამდვილეში ბოროტები მოვლენ სახეშეცვლილები
თუ შენ არ გინდა ანტიქრისტეს ბეჭდის მიღება და ძალით დაგაბეჭდონ, მაშინ რა მოხდება?თუ ადამიანს არ უნდა ბეჭდის მიღება და ძალით დაუსვეს, მაშინ არ იმოქმედებს
link
image

თემა: აღსარება

რაში გამოიხატება სწორი გზის დასაწყისი და განსაკუთრებით რა უნდა შეინანოს დამწყებმა?სწორი გზა იწყება მოძღვათან ნათქვამი აღსარებით. ამ დროს ადამიანმა განსაკუთრებით უნდა შეინანოს თავის სულიერი უმეცრება - რომ სრულიად არაფერი იცის ქრისტეს საიდუმლოებებზე, არ იცის, რაში ან რა არის რწმენა (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).
link
image

თემა: აღსარება

რა თვისებები მიაჩნიათ ბერებს უმთავრესად სულის ცხონებისათვის?უპირველესად ეს არის თავმდაბლობა, მოთმინება, ლოცვა. ხოლო სულიერი შვილების ძირითად მოვალეობად ბერები მიჩნევენ ზრახვების გამჟღავნებას აღსარებაში და სრულ მორჩილებას. ზრახვების თქმა ახსარებაში უნდა იყოს ნებაყოფლობითი, სრული, სუფთა, გულწრფელი. ეს უკანასკნელი მეტისმეტად ძალუმად ამარცხებს სიამაყეს და ადამიანს წარმოუდგენელ სულიერ სიმშვიდეს მიმადლებს... მორჩილება უნდა იყოს სრული, უსიტყო და უცილობელი; ბერს არაფერში უნდა ეწინააღმდეგებოდეს. მორჩილების ძალა იმდენად დიდია, რომ არაჩვეულებრივად სწრაფად ამაღლებს მოწაფეს სულიერად. წმინდა მორჩილება აჯილდოებს მორჩილს ჭეშმარიტ ბედნიერებით, ღრმა სულიერი სიმშვიდით. იგი ადამიანს ანიჭებს უმთავრეს ქრისტიანულ სათნოებას - თავმდაბლობას. ეშმაკი განსაკუთრებულად მძვინვარედ ესხმის თავს თავმდაბალს; მის სულში აღძრავს ბერის მიმართ უკმაყოფილებას. ის ცდილობს დაანახოს მას ბერის ნამდვილი ან მოგონილი ნაკლოვანებანი, რათა დაამარცხოს იგი მის თვალში.
link
image

თემა: აღსარება

მოვიხსენნეთ ყოველნი ცოდვანი ჩვენნი, საყვარელნო, და ვისწრაფოთ აღხოცათ მათდა აღსარებითა და სინანულითა. რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმერთსა აღსარებისათვის, ვითარცა იტყვის: ა, "იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ, რათა განმართლ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: აღსარება

368. შეიძელბა თუ არა ეჭვი შეგეპაროს იმაში, რომ რასაც გვაპატიებს მღვდელი, ღმერთი შეგვინდობს იმას?თუ კაცი მღვდელთან აღიარებს თავის ცოდვებს და მიიღებს შენდობას, ღმერთიც აპატიებს მას. ამაში არ შეიძლება ეჭვი შეგვეპაროს. მაცხოვარი ეუბნება თავის მოწაფეებს: "ამენ გეტყვი თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა: და რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა". (მათ. 18.18).
link
image

თემა: აღსარება

478. საკმარისია თუ არა მხოლოდ ღმერთს რომ წარვუდგებოდეთ სინანულით, ხოლო მღვდლის წინაშე აღარ ვამბობდეთ აღსარებას?საკმარისი არ არის თვით ღმერთს წარვუდგებოდეთ წრფელი აღსარებითა და ცოდვათა მონანიებით, – აუცილებელია იმასაც ვაბარებდეთ აღასრებას, ვისაც თვით ღმერთისაგან მიუღია ხელმწიფება აღსარების მიღებისა და ცოდვათა მოტევებისა.
link
 

თემა: აღსარება

81. შეიძლება თუ არა აღსარებისას ვისაუბრო იმ პიროვნებაზე, ვინც ჩემთან ერთად სცოდა სიტყვით ან საქმით? ნუთუ შენ სხვისთვის გსურს შენანება?ნუთუ შენ სხვისთვის გსურს შენანება? თუკი მავანს საკუთარი ცოდვის შეცნობა არ სურს, შენ მხოლოდ შენი შეცოდეები აღიარე
link
image
image
9
10
11
12
image
image