თუკი რაიმეს, ღმერთის მცნებების საწინააღმდეგოს ჩაიდენ - სიტყვით თუ საქმით - მაშინვე აღსარებით უწამლე ცოდვას და გულწრფელი სინანულით დაუბრუნდი უფლის გზას, რომელსაც მისი ნების დარღვევით გადაუხვიე. დიდხანს ნუ დაყოვნდები ამ გზის მიღმა!
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებს...
იხილეთ სრულად
ღმერთის სიყვარულის სწავლა გწადია? განეშორე ყოველ საქმეს, სიტყვას, აზრს, გრძნობას, რომელიც სახარებამ აგიკრძალა. განეშორე ცოდვას, ესოდენ საძაგელს ღმრთის წინაშე - ამით უჩვენე და დაუმტკიცე ღმერთს შენი სიყვარული. იმ შეცოდებებს, რომლებსაც კაცობრივი უძლურების გამო მაინც ჩაიდენ, მყისვე აღსარებით უწამლე. თუმცა უმჯობესი იქნება, თუ ფხიზლად უდარაჯებ საკუთარ სულს და არც ამ ცოდვებს გაიკარებ.„ამისთვის შევიყვარენ მცნებანი შენნი უფროის ოქროისა და ანთრაკისა; ამისთ...
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამე...
იხილეთ სრულად
თქვენ, ვინც ცოდვების მყრალ და ბინძურ ჭაობში ხართ ჩაფლულნი და ეს მდგომარეობა მოგწონთ კიდეც - თავი ასწიეთ, შეხედეთ კრიალა ზეცას - იქ არის თქვენი ადგილი! ღმერთი გაძლევთ ღმრთეებრივ ღირსებას, თქვენ კი, უარყოფთ რა ამ ღირსებას, სხვა რამეს ირჩევთ: ცხოველთა - და თანაც ყველაზე უწმინდურ ცხოველთა - ღირსებას. გონს მოდით! მიატოვეთ მყრალი ჭაობი, ცოდვების აღიარებით განიწმინდეთ, სინანულის საბანელში განიბანეთ, ლმობიერების ცრემლით შეიმკეთ თავი, ასცილდით მიწას და ზე...
თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდ...
იხილეთ სრულად
თუ მცირე ცოდვებში ბუნებისა და ნებისყოფის უძლურების გამო ჩავვარდებით, ნუ დავუშვებთ, რომ ჩვენი გული გაერთოს ამით, არამედ შევიძულოთ ისინი, შევინანოთ, ვაღიაროთ და შევთხოვოთ უფალს, რომ მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რათა კვლავ ამ ცოდვებს არ დავუბრუნდეთ.
ისინი, რომლებიც ამბობდნენ: "თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი", იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამ...
იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც ამბობდნენ: "თუ შევცოდავ, მოვინანიებ და აღსარებას ვიტყვი", იქამდე მიდიან, რომ უკვე აღარ სურთ აღარც სინანული და აღარც აღსარება. და თუ ისინი ოდესმე მაინც მოისურვებენ ამას, მაინც ვერ შეძლებენ, ვინაიდან ცოდვის ხშირი გამეორება, მათ ჩვევად ექცათ, ჩვევა კი თითქოს მათი მეორე ბუნება გახდა, გული კლდესავით გაუქვავდათ, უგრძნობელნი გახდნენ და საკუთარ თავში ჩაიხშვეს ყოველგვარი იმედი სინანულისა და გამოსწორებისა. და ეს უბედურნი ასე კვდებიან – გამო...
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობ...
იხილეთ სრულად
ზიანი, რომელსაც საკუთარ თავს აყენებენ ცოდვილები, რომლებიც მომავალი აღსარების იმედად სცოდავენ, იმაში მდგომარეობს, რომ მათი ცოდვები სულ უფრო და უფრო საძაგელი ხდება და უფრო ხშირ-ხშირად აღესრულება. იმის გამო, რომ აღსარების შესაძლებლობა აქვთ, თვლიან, რომ ესეც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მონანიებამ გაამართლოს ისინი. და აი, ეს უბედურნი თავიანთ ვნებებში იძირებიან, თავს ვეღარ იკავებენ ვერც სიტყვებში და ვერც ცნობისმოყვარეობაში და პირუტყვთა მსგავსად ...
უკეთუ გრძნობ და აღუარებ ღმერთსა შენსა უღირსებასა და ცოდვასა. იგი არა თუ არ განგეშორება შენ, არამედ უმეტესად მოგეახლება, მისთვის, რომელ იგი ნახავს შენში მონანებასა და მწუხარებასა შენისა უღირსებისათვის. შეგნება და გრძნობა შენთა ცოდვ...
იხილეთ სრულად
უკეთუ გრძნობ და აღუარებ ღმერთსა შენსა უღირსებასა და ცოდვასა. იგი არა თუ არ განგეშორება შენ, არამედ უმეტესად მოგეახლება, მისთვის, რომელ იგი ნახავს შენში მონანებასა და მწუხარებასა შენისა უღირსებისათვის. შეგნება და გრძნობა შენთა ცოდვათა იქმნება დასაწყისად შენისა ცხოვნებისა.
ყოველს კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შეგნება და გრძნობა თვისისა უღირსებისა და თვისთა ცოდვათა. კაცსა ცოდვილსა, ცოდვათა შინა შობილსა, ცოდვათა შინა ცხოვრების განმტარებელსა, რომელიღა აქვს მეტი საშუალება, რათა მიიღოს ღვთისაგან მოტევება ც...
იხილეთ სრულად
ყოველს კაცს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შეგნება და გრძნობა თვისისა უღირსებისა და თვისთა ცოდვათა. კაცსა ცოდვილსა, ცოდვათა შინა შობილსა, ცოდვათა შინა ცხოვრების განმტარებელსა, რომელიღა აქვს მეტი საშუალება, რათა მიიღოს ღვთისაგან მოტევება ცოდვათა, უკეთუ არა შეგნება, გრძნობა და აღსარება თვისისა ცოდვისა?