
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
ნუ გაგიკვირდება, თუ აღსარების შემდეგაც გრძელდება ბრძოლა, რადგან სიძვის ვნების დამარცხება უადვილესია, ვიდრე – ამპარტავნების.
აღსარების წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა თქვენი ცოდვები დაგანახოთ, მოგანიჭოთ სითამამე მათი აღიარებისა და შეიწიროს თქვენი სინანული.
ნუ მოვიყვანთ აღსარებაში შემამსუბუქებელ გარემოებებს, რადგან ჩვენი სინდისისათვის ისინი დამამძიმებელ გარემოებებად იქცევიან.
თუ გსურს, შენი აღსარება ღმერთმა არ განიკითხოს, არ გაიხსენო ცოდვები, არამედ მამაცურად დაითმინე მათ შედეგად მოწეული განსაცდელი.
უჩვენე მკურნალსა წყლულებაი შენი და გამოუცხადე მას ცოდვაი სულისა შენისაი, რამეთუ იგი არს სულთა მკურნალი და ლხინაბასა მიმცემელი
არ არსებობს ცოდვა, ღვთის სიყვარულს რომ აღემატებოდეს და ჭეშმარიტი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მისი შენდობა არ შეიძლებოდეს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.
აღსარება – ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.
ნუ ყოყმანობთ, ნუ გერიდებათ. რაც არ უნდა ჩაიდინოთ, თუნდაც უდიდესი ცოდვა, მოძღვარი ქრისტესგან უფლებამოსილია მოგიტევოთ თქვენ და თავისი ოლარი გადაგაფაროთ.