image
image
4
5
6
Loading..
image

თემა: მონაზვნობა

მღვდლობა – მოძღვრობაა, ესაა ცხოვრება უფლისა და მოყვასისათვის. ჩვენს ეკლესიაში ეს განცდა ნამდვილად არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ისეთი შემთხვევებიც იჩენს თავს, როცა მღვდლები თავიანთ სულიერ შვილებთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ, უხეშად... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზვნობა

ჭეშმარიტი მონაზონი სული წმიდის ქმნილებაა.
და როცა მორჩილებასა და მდუმარებაში განიწმენდს გრძნობებს, დაამშვიდებს გონებასა და განისპეტაკებს გულს, მიიღებს მადლსა და შემეცნების განათლებას. იგი ერთიანად ნათელი ხდება და იქცევა მთლად...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზვნობა

ჭეშმარიტი მონაზონი დღედაღამ ღმრთის ჭვრეტით უნდა იყოს დაკავებული: ჭამს თუ სძინავს, შრომობს თუ დადის. რადგან ღმერთი ყველაზე მეტად ჩვენთანაა ახლოს, ასე რომ, ჩვენ მუდმივად შეგვიძლია მასთან საუბარი. რადგან შენს მზერაში ღმერთია. შენს გო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზვნობა

ხელსაქმის კეთებისას ანდა რაიმე მორჩილების შესრულებისას მუდმივად ილოცე: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი", თან საკუთარ თავს ჩაუღრმავდი, ანუ გონება მოიკრიბე და სულთან შეაერთე. თავიდან ერთი-ორი დღე ეს ლო... იხილეთ სრულად
link
image

თემა: მონაზვნობა

669. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა დიდ ბერს ჰკითხა: სასარგებლოა თუ არა ცოლის მიტოვება მონაზვნად აღკვეცის განზრახვის გამო?ჩემო შვილო! შენი ნებით არ უნდა მიატოვო ის, რამეთუ ამით მოციქულის მცნებას დაარღვევ, რომელიც ამბობს: "შე-თუ-ყოფილ ხარ ცოლსა, ნუ განუტევებ" (1 კორ. 7, 27). თუ ის შესცოდავს და ცუდ ცხოვრებას დაიწყებს, მაშინ მისი ცოდვა შენ მოგეკითხება. ეს შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იგი თანახმაა, რათა სარგებელი მიიღოთ. მაგრამ ეს საქმე ღმერთს მიანდე და როგორც მის კაცთმოყვარეობას ესათნოება, ისე მოაგვარებს.
link
image

თემა: მონაზვნობა

589. თუ ინებებ, ძმებს მოთმინების და მორჩილების შესახებ გამოუცხადე, რამეთუ ისინი შენს სიტყვას რწმენით იღებენ. ბერმა მათ ეს შემდეგნაირად აუხსნა:ძმებო, თქვენ აქ მოსვენებისთვის არ მოსულხართ, არამედ ჭირისთვის. რამეთუ ასე ამცნო უფალმა მოციქულებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს“ (იოანე 16, 33). თუ თქვენ მას უგულებელყოფთ, მაშინ ისიც უგულებელგყოფთ თქვენ. ვისაც ღვთისაგან კურთხევის მიღება სურს, ის უსმენს უფალს, რადგან თავად მან თქვა: „უკუეთუ ვინმე სიტყუაი ჩემი დაიმარხოს, სიკუდილი არა იხილოს უკუნისამდე“ (იოანე 8, 51); ხოლო, ვინც საუკუნო ცხოვრებას ეძებს, ის სისხლის დათხევამდე ცდილობს მისი სიტყვის დაცვას და საკუთარ ნებას იკვეთს. რამეთუ, არცერთ იმათგანს, ვინც საკუთარ ნებას ეძებს, რომელიც ღმერთს არ ესათნოება, წილი არა აქვს ქრისტესთან. ასე რომ, საკუთარ თავს ღვთის შიშით დაუკვირდით და ღმერთი წმინდანთა ლოცვებით დაგიფარავთ, ამინ.
link
image

თემა: მონაზვნობა

ჩემო საყვარელო შვილო, უფლის მიერ გაძლიერდი! შენ ღმერთმა მოგიწოდა, არ მოუძლურდე, არამედ სასოებდე. ღვთივსათნო საქმის დასაწყისი ბრძოლებთანაა შეუღლებული, მაგრამ ღმერთი მუსრავს მათ (გამ. 15, 3). ამ ქვეყნის სამსახური წყვდიადია და მისი მემკვიდრეობა - საუკუნო ტანჯვა. დაარბილე ახლა ეს ორი მარცვალი და ამოირჩიე, რომელი გსურს. და მოვა შენთან ერთი მბრძანებელი, გამოაღვიძებს შენს ჯერ კიდევ ცივ გულს და მოგცემს ძალას, რათა სვლას მოუჩქარო ისე, როგორც საჭიროა. ნუ შიშობ, შენ გყავს მეგზური, რომელიც ღმერთთან მიგიყვანს.ჩემო საყვარელო შვილო, უფლის მიერ გაძლიერდი! შენ ღმერთმა მოგიწოდა, არ მოუძლურდე, არამედ სასოებდე. ღვთივსათნო საქმის დასაწყისი ბრძოლებთანაა შეუღლებული, მაგრამ ღმერთი მუსრავს მათ (გამ. 15, 3). ამ ქვეყნის სამსახური წყვდიადია და მისი მემკვიდრეობა - საუკუნო ტანჯვა. დაარბილე ახლა ეს ორი მარცვალი და ამოირჩიე, რომელი გსურს. და მოვა შენთან ერთი მბრძანებელი, გამოაღვიძებს შენს ჯერ კიდევ ცივ გულს და მოგცემს ძალას, რათა სვლას მოუჩქარო ისე, როგორც საჭიროა. ნუ შიშობ, შენ გყავს მეგზური, რომელიც ღმერთთან მიგიყვანს.492. შემიწყალე მე, მეუფეო, რამეთუ იმ შფოთის მიზეზი, რომელიც ჩემში ატეხილმა ბრძოლამ გამოიწვია, მე თვითონ ვარ. მაგრამ, დაე, შენმა ლოცვებმა გააუქმოს ისინი. როდესაც ჩემთან სტუმრად მყოფ ხორციელ ძმებს ვესაუბრე, მე ყველაფერი, რაც ჩემში კეთილი იყო, დავკარგე, იმიტომ, რომ შემდეგ გონებაში იმათ საუბარს ვიმეორებდი, და მეჩვენებოდა თითქოს კვლავ მათთან ვიმყოფებოდი. მაგრამ დამეხმარე ჩემს უდიდეს უძლურებასა და შიშში, რომელიც ცხონების გზასთან დაკავშირებით მეუფლება. არ ვიცი, როგორ ვევედრო ღმერთს; მან მომიწოდა, მე კი სწრაფად მოვიშორე ის და მისი ყველანაირი ქველმოქმედება ერთ საათში დავივიწყე. ამიტომ გთხოვ, შემიწყალე, რამეთუ ფრიად შევცოდე, და ბრძოლები, რომლებიც ჩემმა უძლურებამ და მცირედმორწმუნეობამ გამოიწვია, არ მტოვებენ. განა არ შეიძლება, და სასარებლო არ იქნება ჩემთვის, თუ ჩემიანებს მოვიშორებ, რომ ისინი ჩემთან აღარ მოვიდნენ და ამ სოფლის ხიბლი არ გამახსენონ? თქვენ ეს იცით. ჩემი გული ჯერ ისევ ცივია,და ამიტომაც ახლობლებთან შეხვედრას მხოლოდ შფოთი და ბრძოლები მოაქვს ჩემთვის. გუშინ, თქვენი მფარველობა ვიგრძენი და აზრებმა ჩემგან მცირედ უკან დაიხიეს; მაგრამ დღეს, როდესაც ერთხანს ერთ-ერთი ფსალმუნის შესასწავლად განვმარტოვდი, ისინი ისე ძლიერ დამესხნენ თავს, რომ უძლურებისაგან ოფლად დავიღვარე. ამიტომ, გთხოვ, ნუ გადამცემ ჩემი მტრების ხელში, არამედ შენი ძალით, გამაძლიერე მე უძლური, და გააუქმე მათი ხრიკები, რამეთუ ისინი საკმაოდ დამეუფლნენ. შენ ხედავ ჩემს გულს, მიჭირს ბრძოლების გაძლება. ილოცე, რომ არ დამამარცხოს ჩემმა უძლურებამ, რადგან მათ მზაკვრობას არ ვიცნობ და არ გავება მათ მახეებში, რომლებშიც მე, სანამ თქვენთან მოვიდოდი, დიდი ხანია ვიმყოფებოდი. შემინდე და ილოცე ჩემთვის, ჩემო კეთილო მამაო.ჩემო საყვარელო ძმაო! ჩვენს მეუფეს, ღმერთს აქვს წიგნი, რომელშიც ყველა, ვინც მას მსახურებისთვის გულწრფელად მიეახლება, იწერება და მასში (მათი მსახურების შესაბამის) ნიჭებსაც პირველი დღიდანვე აღნუსხავენ. მე შევევედრე მას, ვინც ამბობს: „თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკ. 33, 11), რომ მან მათ რიცხვში ჩაგწეროს, ვისაც ცხონება სურს, და შენც ჩემთან ერთად შეგიწყალა და მაშინვე ჩაგწერა მან, ვისაც „ყოველთა კაცთაი ნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (1 ტიმ. 2, 4). შენ ეს უსასყიდლოდ მიგიღებიეს (მათე 10, 8); ახლა უკვე შენზეა დამოკიდებული დარჩები იქ ჩაწერილი თუ არა. ის, ვინც თქვა: „თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ“ (ის. 1, 19), და ა.შ. შენი სურვილის მიხედვით შეგეწევა. აი, მე გითხარი, შენ კი საკუთარ თავს დაუკვირდი, რომ ასეთი მხედრობიდან არ ამოგწერონ და უკურნებელი ჭრილობა არ მიიღო. ამ მხედრობიდან თუ გაგრიცხავენ, მაშინ ამ სოფელშიც აღარ გამოდგები. დაე, უფალმა ბოროტისაგან დაგიფაროს და საუკუნო ცხოვრებისათვის დაგიცვას, ამინ! ჩემო შვილო, „აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა“ (მათე 8, 22). და დაინახავ, როგორ იდიდება ღმერთი თავის წმინდანთა რჩევებში.
link
image

თემა: მონაზვნობა

699. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელიც მამებს მასპინძლობდა, წერილი გაუგზავნა იმავე ბერს და ჰკითხა: სასარგებლო იქნებოდა თუ არა მისთვის, რომ ეს სოფელი საერთოდ მიეტოვებინა და მონაზვნურ ცხოვრებას შესდგომოდა. როდესაც ბერმა პასუხში მისწერა, რომ ამ სოფლის მიტოვება სტუმართმოყვარეობას აღემატება, მას ეგონა, ამით მას მცნება მისცეს, რის გამოც ფრიად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და გადაწყვიტა ამიერიდან არაფერი აღარ ეკითხა მამებისათვის. შეიცნო რა ეს სულით, ბერმა ბრძანა შემდეგი პასუხი მიეწერათ მისთვის.უპირველეს ყოვლისა, შენს სიყვარულს უფლის მიერ მივესალმებით და გთხოვთ, ყველანაირი სევდიანი აზრები გვერდზე გადადე და სიხარულით და ღვთის შიშით წაიკითხე და გაიაზრე ის, რაც ადრე, წინა წერილში მოგწერეთ. ჩვენ მცნებად არ დაგვიდია ის, ვისწავლეთ რა ეს მოციქულისაგან, რომელიც ამბობს: "არა რაითა საფრხე დაგიგო თქუენ" (1 კორ. 7, 35), არამედ, თქვენთვის ორივე საქმის სარგებლის განსხვავებაზე ვიმსჯელეთ, რაც ჩვენ ყველამ უკვე მოვისმინეთ. მაცხოვარმა სახარებაში თქვა, რაც რჯულშია დაწერილი: "არა იმრუშო, არა კაც ჰკლა“, და სხვ; ხოლო შემდეგ, როდესაც ჭაბუკმა ჰკითხა: "ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით ჩემითგან, რაიღა მაკლს მე?" - სრულყოფილების თაობაზე უთხრა: „უკუეთუ გნებავს, რაითა სრულ იყო, წარვედ და განყიდე მონაგები შენი" (მათე 19, 18) და სხვ; რაც შენ იცი. მაგრამ სიკეთის მოძულე ყოველთვის უკან დაგვყვება და ხელს გვიშლის ყველანაირ კეთილ საქმეში. დაინახა რა მან, რომ თქვენ სასარგებლო რჩევა მოგწერეს, მანამდეც, სანამ წერილის შინაარსს გაიაზრებდით, თითქმის მოახერხა თქვენი აზრების შეშფოთება. საკვირველია, როგორ აბნელებს და იტაცებს ბოროტი ადამიანის აზრებს, რათა მან ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღოს, ან საკუთარ თავს ჰკითხოს, თუ რატომ შფოთავს. მაშინ ის ეტყოდა თავის თავს: "რად მწუხარე ხარ სულო ჩემო, ანუ რად შემაძრწუნებ მე? ესევდ ღმერთსა, რამეთუ მე ავუარო მას“, და ა.შ. (ფსალ. 41, 6). ამას იმიტომ აკეთებს, რომ ადამიანს ეგონოს, თითქოს, ასე რომ წმიდანებს დაეწერათ, მაშინ დაწერილი დაეხმარებოდა მას და არ ჩააგდებდა შფოთსა და განსაცდელში. მაგრამ ფხიზლად მყოფს ახსენდება, თუ როგორ შეცბუნდნენ მოციქულები ურწმუნოების გამო, როდესაც თავის მეუფე და მაცხოვარი, ქრისტე დაინახეს; რამეთუ მან განუცხადა მათ ეს და უთხრა: "რაისა შეძრწუნებულ ხართ, და რაისათვის გულისსიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?“ (ლუკა 24, 38) და მისი სიტყვების შემდეგ, მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა. ჩვენც ასევე, უკეთუ წერილს დამშვიდებული გულით წავიკითხავთ და მივხვდებით, რომ წერილში ნათქვამის თანახმად ასეული და სამოცეული ნაყოფის გამოღება არ შეგვიძლია, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში მესამედი მაინც შევძლოთ, - ანუ ოცდაათეული (მათე 13, 23 და მარკ. 4, 20). ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ წერილმა ყველა შემთხვევაში სარგებელი მოგვიტანა; ხოლო თუ არ შეგვიძლია სრულყოფილებისაკენ ნაბიჯის გადადგმა, მაშინ ის მაინც ვისწავლოთ, რომ სტუმარ-მასპინძლობის საქმით არ ვიამაყოთ, თითქოსდა რაღც დიად საქმეს აღვასრულებთ, მით უმეტეს დავინახეთ, რომ ძალები არ გვეყო სრულყოფილებისაკენ ნაბიჯის გადასადგმელად. პირველი წერილით ჩვენ ის საქმე კი არ უარვყავით, რომელსაც ახლა ასრულებთ, არამედ, გირჩიეთ ის, რომ უფრო დიდ საქმეს შეუდგეთ, ხოლო თუ იმავე საქმეს გააგრძელებთ, რაშიც ახლა ვარჯიშობთ, - რომ ის მდაბალი აზრებით აღასრულოთ, ნუ გაგიკვირდებათ განსაცდელები. ჩვენ გვაქვს მცნება: „ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა შესცვივეთ პირად-პირადსა“ (იაკ. 1, 2). ერთხელ ერთმა ძმამ რომელიღაც წმინდა მამას ჰკითხა: „ჩემო მამაო, დაძინებამდე ბევრს ვლოცულობ და პირჯვარს ვიწერ და იმ ღამეს სიძვის ცდუნება მებრძვის, ხოლო თუ არ ვლოცულობ და პირჯვარს არ გამოვისახავ, მაშინ ცდუნებაც თავს მანებებს. რას ნიშნავს ეს?“ ბერმა მას ასე უპასუხა: „დემონები ცბიერად გექცევიან ასე, რათა ლოცვას და ჯვრის ნიშანს მოგწყვიტონ, რადგან იციან, რომ ადამიანი მათგან შეწევნას ღებულობს“. ასევე მამებს თუ ჰკითხავ რამეს და დემონები მათი პასუხით დროებით შეგაშფოთებენ, მაშინ არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო მათი გამოკითხვა. მამები მძიმეს და საზიანოს არაფერს გვინიშნავენ, რამეთუ ისინი მისი მოწაფენი არიან, ვინც თქვა: „უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს“ (მათე 11, 30). მათგან სასარგებლო ნაყოფს შემდგომში მივიღებთ და მაშინ ვიღაღადებთ მეფსალმუნესთან ერთად: „მოაქციე გლოვაი ჩემი სიხარულად ჩემდა“, და ა. შ. (ფსალ. 29, 12).
link
image

თემა: მონაზვნობა

494. ჩემო წმინდა მამაო! რადგან უძლური და ცოდვილი ვარ, არა მაქვს კადნიერება, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო, და ამიტომ მოგმართავ, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის. დაე, მან მისი მსახურების ღირსი გამხადოს და ძალა და გონიერება მომანიჭოს. რადგან ყოველმხრივ არარაობას წარმოვადგენ და ამ ყველაფერს (როგორც ეს შენმა გულმაც იცის) ვსაჭიროებ. მრწამს კეთილო მამაო, შენს ძლიერ ლოცვებს შეუძლიათ ღმერთი დაითანხმონ, რომ მან ჩემი ცოდვები არად ჩააგდოს, და რომ მისი კურთხეული გზის დაწყების ღირსად ჩამთვალოს, რათა შენი წყალობით დარიგებული, გონივრულად შევუდგე მას, ჩემო კურთხეულო მამაო, და შესაფერისი მადლიერება შევწირო კაცთმოყვარე ღმერთს, რომელმაც შენი მეშვეობით ყველანაირი სიკეთე მაღირსა. შემინდე მე უგუნურს და კადნიერს, და ილოცე ჩემთვის.ძმაო, ან უფრო კარგად ვთქვათ, შვილო! ცისა და მიწის ღმერთმა, დაე, თავის წმიდა მხედრობაში გაგაძლიეროს (რომელშიც მან მოგიწოდა) და შვილობის ღირსი გყოს, რისი ღირსნიც მცირედნი ხდებიან; დაე, შენი გული ანას გულივით გააძლიეროს, შენც სამოელის მსგავსად ღმერთს კეთილსურნელოვანი ნაყოფი შესწირო, და მასთან ერთად ახალი სიმღერა იმღერო; რათა წინამდებარე გზაზე შენც წარემატო კეთილ საქმეებში და როგორც გამოცდილმა მეომარმა გულწრფელად იშრომო ღვთისათვის. ნუ მოიწყენ და ნუ დაუძლურდები, არამედ გულმოდგინედ ისწრაფე წმინდანთა და რჩეულთა ქალაქის დასამკვიდრებლად. რწმენა, იმედი და სიყვარული მოიპოვე და ისინი წმიდა სიმდაბლემდე მიგიყვანენ, რომელიც ყველა სათნოებათა დედაა, და ცხონდები უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
link
image

თემა: მონაზვნობა

496. აბბა, ღვთის გულისათვის, ჩემი უსირცხვილობა და უგუნურება შემინდე და მრავალ ცოდვებში ჩავარდნილს შემეწიე. თუკი მას, ვისაც ღვთის წინაშე ერთი ცოდვა ჩაუდენია, დიდი სინანული მოეთხოვება, მაშინ მე რა ვიღონო, ცოდვებთან თანაშეზრდილმა? მე, ყველანაირი საშუალებით, განუწყვეტლივ ვარისხებდი ღმერთს; ეს რომ მან შემინდოს, ამისთვის თქვენს ლოცვებს ვსაჭიროებ. ვიცი, ამ გზის შესწავლა დაუცადებლად მომეთხოვება მე, რომელსაც მრავალი თავგადასავლების (ბრძოლებისა და მკვლელობების) და ბოროტების შემდეგ, ღვთის უდიდესი წყალობით აქ მოსვლა მეღირსა. ამიტომ, ჩემო ღირსო მამაო, გთხოვ, ჩემს მიმართ წყალობა გამოიჩინე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე დამარიგე და ილოცე ჩემთვის, რომ ის შენი წმინდა მცნებები დავიცვა, რომელთა აღსრულებასაც მიბრძანებ.ძმაო! რადგან შენ ჩვენთვის ჯვარცმულს მიეახლე, ამიტომ აიღე შენი ჯვარი და შეუდექი მას, და „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფსალ. 54, 23); „რომელი-იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20); „რამეთუ იგი იღუწის ჩვენთვის“ (1 პეტ. 5, 7). ასე რომ, ნუ შეშინდები და შეგეწევა ქრისტე. ოღონდ შვილო, გონებაში საღმრთო წერილის ის სიტყვა და მზადყოფნა ჩაიბეჭდე, რომელიც შემდეგ სიტყვებშია მითითებული: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი“ (ზირ. 2, 1), და იცოდე, გამოუცდელი ადამიანი ყველაფერში უხმარია და „ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს“ (იაკ. 1, 12) და სხვ. ამას, ძმაო, შესაშინებლად არ გეუბნები, არამედ მსურს რომ ამ გზაზე შენი გული ღვთისადმი შიშში განმტკიცდეს. რამეთუ ყველა წმიდანიც მრავალი განსაცდელითა და ჭირით წარემატა და ღვთის მადლით სათნო ეყვნენ ღმერთს. არ შეშინდე და არ მოუძლურდე. გვრწამს, რომ წმინდანთა ლოცვებით ღმერთია შენი დამსხმელი, მომრწყველი და აღმაორძინებელი (1 კორ. 3, 7), ამინ.
link
image
image
4
5
6