image
image
3
4
5
Loading..
image

თემა: გმობის გულისთქმები

როდის უნდა ჩავთვალო ჩემი აზრები გმობად?
-როდესაც გონებაში წარმოგვიდგება ბილწი სურათები ქრისტესთან, ღვთისმშობელთან, წმინდანებთან, საღვთო და წმიდა საგნებთან, თვით ჩვენს სულიერ მოძღვართან დაკავშირებით და სხვა - ამის მსგავსი, ესა...
იხილეთ სრულად
link
image

თემა: გმობის გულისთქმები

981. რა არის გმობის გულისსიტყვათა წარმოშობის მიზეზი და როგორ შეიძლება მათგან გათავისუფლება?არავინ იფიქროს, რომ გმობის სიტყვები მათი მიზეზია. უფალი გულთმეცნიერია და იცის, რომ ეს სიტყვები ჩვენი მტრებისგან არის. როცა ლოცვაზე ვდგებით, წინ აღგვიდგებიან არაწმიდა და გამოუთქმელი გულისსიტყვანი (გმობის), ხოლო ლოცვას რომ განვასრულებთ, მეყვსეულად განგვეშორებიან, რადგან ისინი არ ებრძვიან მას, ვინც მათ არ ებრძვის. ვინც იტანჯება გმობის ეშმაკისაგან და სურს გათავისუფლება მისგან, გულისხმა–ჰყოს, რომ მისი სული კი არ არის ამ ზრახვათა მიზეზი, არამედ არაწმიდა ეშმაკი, რომელმაც უფალს უთხრა: „ესე ყოველი შენ მოგცე, უკეთუ თაყვანის–მცე მე“ (მათ. 4,9). ამიტომ ჩვენც უგულებელვყოთ იგი და ვთქვათ: „წარვედ მართლუკუნ, ეშმაკო, უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის–ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურებდე. ხოლო შენი სიტყვანიცა და სალმობაცა ეგე ბოროტი მიიქეცინ თავად შენდა და გმობა შენი თხემსა შენსა ზედა დაგიხედინ, აწ და მერმეცა საუკუნეთა“.
link
image
image
3
4
5