ავტორი:
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
თემა: რწმენა
ცოცხალი რწმენა არის ღმრთის ხედვა და ცნობა. ცოცხალი რწმენა არის ღმერთისთვის ცხოვრება და სოფლისთვის სიკვდილი. ცოცხალი რწმენა ღმრთის ნიჭია. სწორედ ამ უდიდესი ნიჭის მოცემას შესთხოვდნენ უფალს მოციქულები, როდესაც ეუბნებოდნენ: "შემძინე ჩვენ სარწმუნოებაი" (ლკ. 17, 5). მხოლოდ ცოცხალი რწმენის მეშვეობით ძალუძს ადამიანს უარყოს თავისი დაცემული ბუნების მოჩვენებითი ღირსებები, გახდეს უფლის მოწაფე და მიმდევარი თავისი გონებითაც და საქმეებითაც, რომლებიც განახლებული ბუნების შესაფერისნი იქნებიან.