ავტორი:
ილია II
თემა: უფალი იესო ქრისტე
იესო ქრისტეს მისია
იგი არა ჰგავს ყოველივე იმას, რაც ჩვენთვის ჩვეულებრივია, ის თითქმის მარტოა და უცხოა ჩვენთვის, მაგრამ ამავე დროს უსაზღვროდ მახლობელი და ძვირფასია. საწყლებთან მას სურს იყოს ღარიბი, მდიდართ იგი მოუწოდებს მოწყალებისაკენ, დევნილებთან იგი დევნილია, განსაცდელში მყოფთან განსაცდელის მტვირთველია, მომაკვდავთან - იგი ჯვარცმულია. მან იტვირთა თავის მხრებზე ადამიანი მთელი მისი სისუსტით, რადგან მხოლოდ ის ერთია შეუძლებლის შემძლებელი, და სწორედ ამაშია მისი დიდი მისია როგორც მხსნელისა