image

თემა: ლოცვაში მრავალსიტყვაობა

"ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა" (ლუკა 18.13). ბევრს სიტყვას ამბობს იგი; ნაცვლად სიტყვათა ოხვრა მისი და გულის-ცემა. ვინც ღრმად ჰგრძნობს, ვისიც გული არის აღელვებული, იგი ბევრსა ვერა რას იტყვის; ან რათ უნდა ღმერთსა სიტვანი შენნი, ძმაო! ღმერთი ჰხედავს შენს გულს, იგი ჰხედავს, რა გრძნობით მიდიხარ შენ ეკლესიაში. სთქვი შენცა, ძმაო, სიღრმისაგან გულისა შენისა: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და ღმერთი მიმხედველი გულისა შენისა სიმდაბლისა და გრძნობისა, გილხენს და გაცხოვნებს შენ.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები