ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სამკაულები
წმიდა მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ ეპისტოლესა შინა წერს: „ეგრეთვე დედათა ასწავლიდე წესიერებისა სამკაულითა მორცხვედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა ოქროითა, ანუ მარგალიტითა, ანუ სამოსლითა დიდფასითა (I ტიმ. 2.9). ესე იგი ქალთა ასწავლე, რათა არა ეძიებდეს ნამეტანსა შემკობასა თავისა დიდფასითა, არამედ წესიერად, მორცხვედ შეიმკობდენ თავთა თვისთა.