ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: სამკაულები
არა მცირედი ცოდვა არის, ოდეს ქრისტიანე ქალი წაიცხებს პირსა ზედა ფერსა და უმარილსა. მეტადრე, ოდეს განვიზრახავთ და მოვიგონებთ, რომელ ყოველთა ჩვეულებათა და ნაკლულევანებათა ჩვენთა აქვსთ ურეთიერთს შორის კავშირი. ერთი ნაკლულევანება მიიზიდავს მეორესა, ერთი ცოდვა მოიყვანს მეორესა. რისთვის იცხებს ქალი ფერსა და უმარილსა? არა მისთვისა, რათა მოაწონოს თვისი პირისახე მჭვრეტელთა მისთა? გარნა რათ უნდა ეძიებდეს ამას ქალი? ღვთისმოყვარე და ღვთისმოშიში ქალი არ იქმს ამას, არამედ ამაოების მოყვარე და თავის მომწონი. „მორცხვედ და ღირსებით შემკობად“ ასწავლის პავლე მოციქული ქალთა, და არა ფერის ცხებასა.