image

თემა: დროის უქმად კარგვა

უქმობა არის საშინელი ცოდვა. უქმი კაცი უადვილესად შთავარდება ყოველსა ცოდვასა შინა, ვიდრე კაცი შრომისმოყვარე. მოხუცებულნი და გამოცდილნი კაცნი ესრეთ იტყვიან: უქმობა არის დედა ყოველთა ცოდვათაო. რა სახით? ესრედ, რომელ კაცი, რომელიც ყოველთვის არის გაბმული საქმეში, ყოველ დღე შრომობს, მუშაკობს და არაოდეს აქვს მოცალება, ესრეთი კაცი ვერც მოიფიქრებს რომელსამე ცუდსა საქმესა, ვერც აღასრულებს, მისთვის რომელ დრო არა აქვს, მოცლილი არ არის. გარნა კაცი უქმი ადვილად შთავარდება ყოველს ცოდვაში, ვინაითგან მოცლილი არის და ადვილად გაუჩნდება გულში ცუდი რომელიმე აზრი, ადვილად აცდუნებს მას სულიერი მტერი და ადვილად მიიზიდავს ყოველი ბოროტი კაცი მას ცუდს საქმეში.მაშასადამე, ეცადენით, რომ ცუდად არ დაკარგოთ არცა ერთი წამი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები