ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ტელევიზორი
ტელევიზორმა ადამიანში აღზარდა განცხრომა, სიბარიტობა, ზმანებისადმი და ოცნებისადმი მიდრეკილება. ის ახდენს ადამიანის ნების პარალიზებას. სული განებივრებული, მგრძნობიარე და ისტერიული ხდება. ტელევიზორი წარმოადგენს ვნებათა კონცენტრაციას. ვნება განუყოფელია ვნებიანი გამოსახულებებისაგან. ვნებებთან ასკეტური ბრძოლა - ეს არის სულის განწმენდა ფანტაზიისა და წარმოდგენებისაგან. ტელევიზორი ვნებათა სხვადასხვა ფორმებს გვთავაზობს.