თემა: სული გარდაცვალების შემდეგ

გარდაცვლილის სულს, პირველ ყოვლისა, ის ემართება, რომ სხეულიდან გადის და მისგან სრულიად ცალკე იმყოფება. ხშირად იგი მთელ გარემოს ხედავს, მათ შორის, საკუთარ სხეულს და მისი გაცოცხლების მცდელობასაც. გარდაცვლილი განიცდის უმტკივნეულო სითბოსა და სიმსუბუქეს, თითქოს ცურავსო; მას სრულიად არ შესწევს თავის გარემოცვაზე სიტყვით ან შეხებით ზემოქმედების უნარი. სხეულგარეშე დარჩენილი გარდაცვლილის აზრობრივი პროცესები გაცილებით უფრო სწრაფი ხდება, ვიდრე სხეულში მისი ყოფნის დროს იყო.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები