ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: ლოცვის ხარისხები
ლოცვას სხვადასხვა ხარისხები აქვს. თავიდან ის მხოლოდ სიტყვეითაა გამოხატული. თანდათანობით მასთან ერთად აღიძვრება გონებით და გულით აღსრულებული ლოცვა, რომელიც სიტყვით თბება და ძლიერდება. გონიერ-გულისმიერი ლოცვა ამის შემდეგ დამოუკიდებელი ხდება და ზოგჯერ წარმოგვიდგება როგორც ქმედითი, საკუთარი ძალისხმევით აღსრულებული, ხოლო ზოგჯერ როგორც თვითმოძრავი, მოულოდნელი. ბოლო შემთხვევაში ის ღვთისადმი გულის სიღრმეში წარმოჩენილი ლტოლვების თანადროული ხდება და მისი წიაღიდან იწყებს განვითარებას. როცა ასეთი ლტოლების გამო სულის მდგომარეობა მუდმივი ხდება, გონიერ-გულისმიერი ლოცვა მოქმედების უწყვეტობას აღწევს. ამ დროს ადრინდელი ხანმოკლე ლტოლვები ჭვრეტის მდგომარეობებს წარმოშობენ, რომელთა დროსაც და რომელთაგანაც იხსნება და იწყება გონებამჭვრეტელობითი ლოცვა. ჭვრეტა არის გონებია და მთელი ცნობიერების რაიმე სულიერი საკითხით იმდენად ძლიერი დატყვევება, რომ ხდება ყოველივე გარეშეს დავიწყება და შემეცნების ფარგლებიდან გამოსვლა. ჭვრეტის საგანი იმდენად იტაცებს მლოცველის გონებასა და ცნობიერებას, რომ მას ისინი თითქოს საერთოდ აღარ გააჩნია.