ღირსი იოსები - თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი

მოიხსენიება 26 იანვარს (ახალი სტილით: 8 თებერვალს)
წმიდა იოსები, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი ღირსი თეოდორე სტუდიელის ძმა და ერთგული თანამოღვაწე იყო. მასთან ერთად მოღვაწეობდა საკუდიონის მონასტერში ღირსი პლატონის (ხს. 5 აპრილს) ხელმძღვანელობით. შემდგომში კი, უკვე მღვდელმთავრის ხარისხში, მან ამხილა იმპერატორი კონსტანტინე (780-797) უსჯულო ქორწინებაში. იგი ილაშქრებდა ხატმებრძოლთა ერესის წინააღმდეგ. ამგვარი შეუპოვრობისათვის მან მრავალი დევნა, გადასახლება, ტანჯვა და შევიწროება დაითმინა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმიდა მამამ სტუდიონის მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 830 წელს.