წმიდა მოწამენი: ბასე, ევსები, ევტიქი და ბასილიდე

მოიხსენიება 20 იანვარს (ახალი სტილით: 2 თებერვალს)
მოწამენი: ბასე, ევსები, ევტიქი და ბასილიდე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) კარისკაცები იყვნენ: ისინი შეესწრნენ თეოპემპტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსის (ხს. 5 იანვარს) წამებას, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ. ამისთვის წმიდანები სასტიკად აწამეს და დახოცეს: ვასე წელამდე მიწაში ჩამარხეს და გადახერხეს, წმიდა ევსები თავდაღმა დაკიდეს და შუაზე გააპეს, წმიდა ევტიქი ხელებითა და ფეხებით ბოძებზე მიაბეს და ნაწილებად დაფლითეს, წმიდა ბასილიდეს მუცელი დანით გამოუფატრეს. ეს მოხდა 303 წელს (ხს. 7 თებერვალს).