image
image
1
2
3
4
image
image
Loading..
 

თემა: ბოროტი ზრახვები

191. ჩვენი სურვილის საწინააღმდეგო უკეთურ გულისზრახვებს ჩვენგან წუხილი ახლავს და ამიტომაც მყისიერად განქარდებიან, ხოლო სურვილისმიერთ – სიხარული, რის გამოც ძნელია მათგან თავის დაღწევა.
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

როგორც არ შეიძლება, ქარი მივუშვათ ღია მკერდთან, ასევე არ შეიძლება ზრახვათა დინების შეჩერება, რამეთუ ადამიანის სული თავისი ბუნებით (წინაპართა ცოდვით დაცემის გამო) ღიაა ბოროტების ქმნისათვის.
link
 

თემა: ბოროტი ზრახვები

49. ფრთხილად იყავი ყოველჟამს, რომ არანაირი გულისზრახვა არ გქონდეს გულში, არც უგუნური, არც კეთილგონივრული, რომ ამ სახით ადვილად შეიცნო უცხოტომელნი, ესე იგი ეგვიპტელთა პირმშო ძეები (უკეთური გულისზრახვები).
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

თუკი ადამიანი უბრალოებით არ იქცევა, მისი ზრახვები ბოროტებისაკენ ისწრაფის და ამიტომ ყველაფერს უკუღმა განმარტავს. ასეთი ადამიანი სულიერ სისაღეს მოკლებულია და სიკეთეც ვერ შველის. თვით სიკეთეც კი მას ტანჯვას აყენებს
link
 

თემა: ბოროტი ზრახვები

180. ყოველი გულისზრახვა გონებაში წარმოქმნის გრძნობადი საქმის წარმოსახვას, რადგან არის რა სწორედ გონება „ასირიელი“ (სატანა), სხვაგვარად არ ძალუძს მას ჩვენი ცთუნება, თუ არ ისარგებლებს ჩვენეული შეგრძნებებითა და ჩვევებით.
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

განა შეუძლია ზღვაში კუნძულს შეაჩეროს ტალღები, რომლებიც მას ურტყამენ? ამის მიუხედავად, კუნძული ტალღებს ეწინააღმდეგება. ასევე ჩვენ არ შეგვიძლია ზრახვების შეჩერება, მაგრამ მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მაინც ძალგვიძს.
link
 

თემა: ბოროტი ზრახვები

208. ვინც შეჭრვებებს ნებაყოფლობით აჩვევს თავს, ვერ იბატონებს მასზე უნებლიე გულისზრახვები, ხოლო ვინც პირველს (ე.ი. ნებაყოფლობით შეჭირვებებს) არ განიკუთვნებს, მეორისგან (ე.ი. არანებაყოფლობითი, უნებლიე გულისზრახვებისაგან) ტყვევდება, ... იხილეთ სრულად
link
 

თემა: ბოროტი ზრახვები

170. არც უკეთური გულისზრახვები მიზეზების გარეშე, არცთუ მიზეზები გულისზრახვათა გარეშე არ დაუძლევია ოდესმე მათთან მებრძოლს ვისმე. მართლაც, როდესაც განცალკევებით განვიშორებთ ერთ რომელიმეს, სულ ცოტა ხანში მეორის მიერ კვლავაც ორივე მათ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

გულის სიწმიდის განსაკუთრებულად საშიშ მტრად ზრახვა გვევლინება, განსაკუთრებით – მრუში და მკრეხელური ზრახვები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ იბადებიან ჩვენს ცნობიერებაში რაიმე წარმოდგენის, სახის, ვარაუდის... იხილეთ სრულად
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

ამბა პამბოს ძმამ შესჩივლა, რომ ზრახვებთან სულიერი ბრძოლა ჰქონდა. ბერმა, სხვათა შორის, უთხრა მას: "ნუ გაგიკვირდება ის, რაც გემართება. ხედავ, როგორი მოხუციც ვარ; სამოცდაათი წელია ამ სენაკში ვცხოვრობ და საკუთარი სულის ცხონებისათვის ვ... იხილეთ სრულად
link
image
image
1
2
3
4
image
image