image
image
1
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: სულიერი დაცემა

შეუძლებელია არ დაეცე, მაგრამ საჭიროა და ვალდებულიც ხარ, რომ დაცემული ადგე. თუ სწრაფად მორბენალი რაიმეს დაეჯახა, მეყსეულად ადგება და კვლავ მიზნისაკენ აგრძელებს გზას. - მიბაძე მას.
link
image

თემა: სულიერი დაცემა

როდესაც მოყვასში რაიმე ცუდს დაინახავ ან გაიგებ, მდუმარება დაიცავი, უფალს კი მისი გამოსწორება შესთხოვე; იმასაც ეცადე, რომ შენც ასეთივე ცოდვაში არ ჩავარდე, რადგან ყოველი დაცემა უძლურებაა.
link
image

თემა: სულიერი დაცემა

თავმდაბლობა ყველაზე კარგი საშუალებაა ღვთისმოსავისათვის - დაცემისაგან დასაცავად. "თავმდაბალი, - ბრძანებს მაკარი დიდი, - არასოდეს ეცემა. სადღა დაეცემა იგი, ვისაც საკუთარი თავი უდაბლესად მიაჩნია?"
link
 

თემა: სულიერი დაცემა

25. გაფრთხილდი, არ შეირაცხო ძველი ისრაელისებრ და არ გახდე შენც გადაცემული გონითი მტრებისადმი, რადგან ისრაელმა, ყოველთა ღმერთის მიერ ეგვიპტელთაგან თავდახსნილმა, თავის შემწედ გამოდნობილი კერპი მოიგონა (გამოს. 32.1–8).
link
image

თემა: სულიერი დაცემა

ერთმა ძმამ ამბა სისოს ჰკითხა: - "ამბა! რა ვქნა? დავეცი". ბერმა უპასუხა: -"ადექი". ძმამ უთხრა: - "ავდექი, მაგრამ კვლავ დავეცი". ბერმა უპასუხა: - "კვლავ ადექი". - "სადამდე უნდა დავეცე და ავდგე?" - კვლავ ჰკითხა ძმამ. - "სიკვდილამდე."... იხილეთ სრულად
link
image
image
1
2
3
4
5
image
image