image
image
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: სულიერი მოძღვარი

330. რატომ არის აუცილებელი სულიერი მოძღვარი რომ გვყადეს?"რომელთა არა აქუს მწყემსი, დაცვივენ იგინი, ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხოვრება არს მრავლითა განზრახვითა" (იგავ. 11.14). ფურცელი პირველად მწვანეა, მშვენიერი და ნედლი, ხოლო შემდეგ ნელ–ნელა გახმება, დაცვივდება და ფეხქვეშ გაითელება. ასევეა ის, ვისაც არა ჰყავს მოძღვარი და არ შეუდგება მოძღვრის ნებას.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

320. აუცილებლობას წარმოადგენს თუ არა, სულიერი მოძღვრის ყოლა?ძმანნო, აუცილებელია თითოეულმა თქვენგანმა სულიერი მოძღვარი არჩიოს, რწმენითა და ნდობით აღიჭურვოს, დაემორჩილოს, გაუმხილოს მავნე ჩვევები და ვნებები, გულითადად მიიღოს მისი სულიერი მკურნალობა, რაც თანდათანობით აღმოფხვრის სხეულში ფესვგადგმულ სიბილწეს და უზნეობას, ნასაზრდოებს ვნებათაღელვითა და თავაშვებული ცხოვრებით.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

618. როგორ შეაგონებენ წმ. მამები იმათ, ვინც მოძღვრის ქცევებს განიკითხავს?ნუ განიკითხავ მოძღვრის ქცევებს, რათა როცა გამოიცდები, ცდუნებული არ იპოვო. ვინაიდან ეშმაკისმიერი ცდუნებაა ეს, რომელსაც უნდა მორჩილებისაგან განგაგდოს და ვერ მიემთხვიო ცხოვრებას, რომელიც მორჩილებით მიიღება.
link
 

თემა: სულიერი მოძღვარი

382. რისთვის სურთ ბოროტ სულებს დაგვანახონ სულიერი მამის ნაკლოვანი მხარეები?დემონებს ჩვევად აქვთ, დაგანახონ სულიერი მამის ნაკლოვანი მხარეები იმისათვის, რომ ყური დაგიხშონ და ვეღარ შეისმინო მისი დარიგებანი.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

581. როგორია ისეთი ადამიანი, ვინც სიკვდილამდე მორჩილებს თავის მოძღვარს?ის, ვინც სიტყვას შეუბრუნებს თავის სულიერ მოძღვარს, ეშმაკებს ახარებს. ხოლო ის, ვინც სიკვდილმდე მორჩილებს მას, თვით ანგელოზებსაც განაცვიფრებს. რამეთუ, აეთი ადამიანი ღვთის საქმეს სჩადის ძე ღვთისას მსგავსად, რომელიც თავისი მამისადმი მორჩილებას სიკვდილამდე, ჯვარცმამდეც კი აღასრულებდა.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

658. დავემორჩილოთ თუ არა ბოროტ წინამძღვარს?გააჩნია, რა აზრით იყენებ სიტყვა „ბოროტს“. თუ ეს სარწმუნოებას ეხება, მიატოვე ასეთი ადამიანი და გაიქეცი, – და არა მხოლოდ ადამიანი, არამედ ზეციდან მოვლენილი ანგელოზიც კი; ხოლო თუ ცხოვრების წესს ეხება, მაშინ ცნობისმოყვარეობას ნუ გამოიჩენ. მოუსმინე რას ამბობს ქრისტე: „საყდართა მოსესთა (სჯულის სწავლების კათედრაზე) დასხდენ მწიგნობარნი და ფარისეველნი“. მანამდე ბევრი შესაძრწუნებელი რამ თქვა მათზე, შემდეგ კი ეს თქვა: „საყდართა მოსესთა დასხდენ... ყოველსა უკუე, რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ“ (მათ. 23. 2–3). ანუ: ამ ადამიანებს ყველანი პატივს მიაგებენ (მათ მიცემული აქვთ სწავლების უფლება), მაგრამ ისინი არაწმიდად ცხოვრობენ. ამიტომაც თქვენ მათს ცხოვრებას კი ნუ მიბაძავთ, არამედ მათი სიტყვები ისმინეთ. ისინი ხომ თავიანთი ზნე–ჩვეულებებით ზიანს ვერავის მიაყენებენ. რატომ? იმიტომ, რომ თვითონ მასწავლებელი, რაგინდ ბოროტიც არ უნდა იყოს იგი, მაინც არ შეეცდება სხვას ბოროტი ზნე–ჩვეულებები ასწავლოს. რაც შეეხება სარწმუნოებას, აქ ბოროტება ყველასათვის თვალშისაცემი ვერ იქნება, და თვითონ მასწავლებელიც უარს არასოდეს იტყვის, ბოროტი სარწმუნოება სხვესაც გადასცეს.
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

534. თუ აღმოჩნდა, რომ ვიღაცის აბბა ერესითაა დასნეულებული, უნდა მიატოვოს თუ არა ძმამ ის?თუ სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ის ერესითაა დასნეულებული, მაშინ უნდა მიატოვოს. ხოლო, თუ მხოლოდ ეჭვი აქვთ მასზე, არ უნდა მიატოვოს, და არც უნდა გამოიძიოს ეს. რამეთუ ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რასაც ხედავს, ღმერთმა კი დაფარული უწყის.
link
 

თემა: სულიერი მოძღვარი

7. როგორია სახე საკუთარი მოძღვრისადმი მორჩილი, ჭეშმარიტი სულიერი შვილისა?მართალ ცხვარს არა აქვს რქები, იგი არ ეწინააღმდეგება საკუთარ მწყემსს, არ დრტვინავს, არ ხტუნავს და არ იკბინება. მწყემსს არ უბრაზდება, თუმცა ისჯება კიდეც მისგან, სიტყვას არ უბრუნებს, არ ჩხუბობს და არავის ეუბნება აუგს. ყველაფერში ეთანხმება, მის თვალწინ კეთილსაიმედოდ დადის და საზღვრებს არ სცილდება, უცხო ხმებს ყურს არ უგდებს და არც უცხოებში დაიარება. თავის მწყემსს ისე უსმენს, რომ არავითარი წინასწარი განსჯა არა აქვს. თუმცა, მწირ, ჭაობიან ადგილზე აძოვებენ, არ ილანძღება და არ ჩივის მასზე
link
image

თემა: სულიერი მოძღვარი

48. მრავალნი იტყვიან: ჩემი მოძღვარი გამოუცდელია და ვერ მაძლევს სათანადო დარიგებას. სწორია თუ არა ასეთი მსჯელობა?თუ ვინმე ჭეშმარიტად დაიმდაბლებს თავს და დატოვებს თავის ნებას და სურს ღვთისათვის მთელი გულით მიენდოს თავის მოძღვარს, ასეთმა ჩვილ ბავშვსაც რომ ჰკითხოს, არ დატოვებს ღმერთი, არამედ განანათლებს ბავშვის გონებას, რათა ასწავლოს ღვთის ნება. ხოლო თუ სარწმუნოებითა და სიმდაბლით არ იკითხავს, როგორ აღასრულოს ღვთის ნება, ასეთმა წინასწარმეტყველსაც რომ ჰკითხოს, მისი გულისაებრ ეტყვის არასწორს და სწორადაც რომ უპასუხოს, ვერ აღასრულებს მის რჩევას და უფრო დიდ სასჯელს მიიღებს.
link
image
image
2
3
4
5
image
image