თემა: სიმდაბლე
91. როგორ შევიძინოთ სიმდაბლე?წადი და ევედრე ღმერთს, რათა მოგცეს და ჩაგიღვენთოს გულში გლოვა და სიმდაბლე. მუდამ შენი ცოდვები დაინახე და სხვას ნუვის განიკითხავ. ყველაზე უკანასკნელად შერაცხე შენი თავი... ნუ იმეგობრებ მწვალებელთან, განიშორე კადნიერება, შეიკრძალე ენა და მუცელი. ღვინოს ეკრძალე. თუ ვინმე რაღაც საქმის შესახებ მოყვება, ნუ შეეწინააღმდეგები მას. თუ კეთილად იტყვის, უთხარი: – მართალს ამბობ. ხოლო თუ ბოროტს ან არასწორს, უთხარი: – შენ იცი–თქო. და ნუ ეწინააღმდეგები და ეკამათები მას, რადგან ეს არის სიმდაბლე
link