image

თემა: მაგალითი ადამიანებისა,  სათნოებები,  ცოდვა

არაფერია იმაზე ადვილი, ვიდრე - რაიმე ცუდის გადაღება. ხდება ისიც, რომ ჩვენ არ შეგვიძლია მივბაძოთ ვინმეს დიდ სათნოებას, მაგრამ ძალიან ადვულად შეგვიძლია, შევითვისოთ მისი ნაკლოვანებები.
link
image

თემა: მოწყალება,  ცხონება

არ მახსოვს, მინახავს თუ არა ცხოვრებაში თუნდაც ერთი კეთილისმყოფელი ადამიანი, რომელიც უბედური სიკვდილით მოკვდა. როგორ შეიძლება, იგი ასე მოკვდეს, როდესაც მის ცხონებას ამდენი შუამდგომელი და მლოცველი ჰყავს?
link
image

თემა: ეკლესია,  სანთელი

686. რატომ ანთებენ ეკლესიაში სახარების კითხვისას სანთელს?აღმოსავლეთის ყველა ეკლესიაში სახარების კითხვისას მზის შუქზეც კი ანთებენ სანთლებს. ეს ხდება არა იმიტომ, რომ სიბნელე განდევნონ, არამედ სიხარულის ნიშნად, ვინაიდან შეგრძნებადი სინათლის სახით გამოსახონ სხვა ნათელი.
link
image

თემა: ეკლესია

747. როგორ აღწერდნენ ეგვიპტის ძველ მონასტრებს?თითოეულ მონასტერს ჰყავს თავისი მამა ანუ იღუმენი, იკონომოსები, მსახურები და წინამძღვრები თითოეული საცხოვრებელი სახლისათვის, რადგანაც მონასტრის თითოეულ სახლში ორმოცზე მეტი ბერი ცხოვრობს, რომლებიც თავიანთ წინამძღვარს ემორჩილებიან. ერთ მონასტერში კი 30–დან 40–მდე სახლი შედის; ის, ვინც პირველი მოვიდა მონასტერში, პირველი ჯდება და პირველი დგება, პირველი იწყებს ფსალმუნთა გალობას, პირველი გაიწვდის ხელს ტრაპეზზე საკვებისაკენ, პირველი ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. იქ მნიშვნელობა ენიჭება არა ასაკს, არამედ ცხოვრების წესს. სენაკებში ბერებს არაფერი გააჩნიათ, გარდა ტყავისა, სარეცელის ფუნქციას რომ ასრულებს, ????????????????ორი სამოსისა მათ აქვთ აგრეთვე მესამე, დაძველებული სამოსიც, რომლითაც ძილისა და შრომისას იმოსებიან, ??????????სელის გადასაფარებელი, ორი კუნკულ–ბარტყული, თხის ტყავი, სელის სარტყელი, ფეხსაცმელი, კვერთხი – როგორც გზის თანამგზავრი. ავადმყოფები განსაკუთრებული მოვლითა და უხვი საკვებით სარგებლობენ, ჯანმრთელნი კი დიდი თავშეკავებით გამოირჩევიან... ის ძმები, რომლებიც ერთი და იმავე ხელობით არიან დაკავებულნი, ერთ სახლში ცხოვრობენ, ერთი წინამძღვრის ხელმძღვანელობის ქვეშ. თითოეული კვირის ბოლოს თავიანთი შრომის ნაყოფს ყოველი ძმა, მონასტრის იღუმენს წარუდგენს. აღდგომის დღეებში მონასტრის მთელი ძმობა იღუმენთან იკრიბება და ასე რომ, ვნების შვიდეულს 500–ზე მეტი ბერი ერთად აღნიშნავს.
link
image

თემა: ბერ მონაზვნობა

810. როგორ იყვნენ განწყობილნი რომის მოქალაქეები ბერ–მონაზონთა მიმართ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდგომ წლებში?ბოლოს და ბოლოს როდისღა განდევნიან ქალაქიდან ბერ–მონაზონთა ამ საძულველ მოდგმას? რატომ არ ჩაქოლავენ მათ ქვებით ან რისთვის არ გადაჰყრიან ამ ხალხს მდინარეში? – ასე გაიძახოდა ხალხი.
link