ამპარტავნება უკიდურესი დავდაჯერებულობაა. უარყოფა ყოველივე იმისა, რაც მე არ მეკუთვნის, მრისხანების, სიმკაცრის, გაღიზიანებისა და ბოროტების წყარო, ღმრთის შეწევნაზე უარის თქმა. მაგრამ სწორედ ამპარტავანს განსაკუთრებულად ესაჭიროება ღმერთი, რამეთუ ადამიანებს მისი ხსნა არ ძალუძთ, როდესაც დაავადება უკანასკნელ სტადიას აღწევს
პატივმოყვარეობის სიმპტომებია: შექების სურვილი, მხილების, შეგონების და ყვედრების დაუთმენლობა, ეჭვიანობა, ბოროტის ხსომა, სხვების განკითხვა, იოლი გზების ძიება, სხვების თანდასწრებით გამუდმებული თამაში, როგორც სცენაზე, იმ მიზნით, რომ ადამიანებს კეთილშობილი მხრიდან მოაჩვენოს თავი და ამასთან ერთად, გულმოდგინედ მალავდეს საკუთარ ვნებებსა და ნაკლოვანებებს!
ამპარტავანი ადამიანი ვეღარ ხედავს თავის ცოდვებს, ვერ ამჩნევს საკუთარ ნაკლოვანებებს, ამცირებს, ანდა საერთოდ უარყოფს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, ზოგჯერ მას სხვებსაც კი გადააბრალებს. აზვიადებს საკუთარცოდნას, გამოცდილებას, ნიჭსა და სათნოებებს. დაავადების განვითარებასთან ერთად, იზრდება და დიდებას აღწევს მიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. ამიტომ ამ დაავადებას ასეც უწოდებემ - განდიდების მანია.
როდესაც ამპარტავანი, პატივმოყვარე, საკუთარი თავისმოყვარული, დიდებისმოყვარე, ძალაუფლებისმოყვარე, სასტიკი, მრისხანე, შურიანი, ქედმაღალი გულზვიადი, ურჩი და სხვა ამის მსგავსი ადამიანი ვერ იკმაყოფილებს თავის ვნებებს და საკუთარი "მეს" გამო სხვებს ანადგურებს, ამით თითქოსდა, მახვილს იღებს ღმერთის წინააღმდეგ და თითქოს ქრისტეს ეუბნება:"არ გვსურს, მივდიოთ შენს მაგალითს, არ გვსურს, ვიყოთ მოკრძალებულნი და კეთილნი! არ მოგვწონს შენი კანონი!... დაე, ისინი გვემსახურებოდნენ ჩვენ და არა ჩვენ-მათ!"