თემა: ბერ მონაზვნობა,  წმინდანთა სწავლების კითხვა

92. ესაჭიროება თუ არა ბერმონაზვნებს წიგნის კითხვა?თუკი მონაზონს სურს, რომ არა მხოლოდ სამოსით იყოს მონაზონი, არამედ ჭეშმარიტებითა და ცხოვრების წესით, მისთვის წიგნის კითხვა აუცილებელია. წიგნების გარეშე კი არათუ მონაზონი ვერ იქნები, არამედ ჭეშმარიტ წაროდგენასაც კი ვერ შეიძენ იმის შესახებ, თუ რა არის მონაზვნობა
link
 

თემა: სიყვარული მოყვასისადმი

78. უნდა ვეძებდეთ თუ არა სხვათაგან პატივისცემასა და სიყვარულს ჩვენდამი?საკუთარი თავი ყველაზე უარესად მიიჩნიე, ნუ ეძიებ ნურც სიყვარულს და ნურც პატივისცემას სხვათაგან, არამედ შენ თავად მოეპყარი სხვებს ამგვარად. ხოლო როგორც კი იმის ძიებას შეუდგები, რომ სხვები გამჩნევდნენ შენ და ხედავდნენ შენს ღირსებებსა და სათნოებებს, მაშინ მშვიდობით, სულის სიმშვიდევ!
link
 

თემა: ზიარება

რომელია უფრო აღმატებული – საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება თუ შინ აღსრულებული პირადი ლოცვები?ხილული წმიდა ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა ქრისტეს წმიდა საიდუმლო, ურომლისოდაც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. საეკლესიო ლოცვას ისეთი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ აღემატება პირად ან სენაკში აღსრულებულ ყველა სულიერ ვარჯიშს, სწორედ ამიტომ წმიდა მამები ეკლესიაში იდგნენ ისე, როგორც უფლის წმიდა ტახტის წინ წარდგომილნი.
link
 

თემა: ეკლესია

3. რომელია უფრო აღმატებული – საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება თუ შინ აღსრულებული პირადი ლოცვები?ხილული წმიდა ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა ქრისტეს წმიდა საიდუმლო, ურომლისოდაც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. საეკლესიო ლოცვას ისეთი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ აღემატება პირად ან სენაკში აღსრულებულ ყველა სულიერ ვარჯიშს, სწორედ ამიტომ წმიდა მამები ეკლესიაში იდგნენ ისე, როგორც უფლის წმიდა ტახტის წინ წარდგომილნი.
link