image

თემა: რწმენა,  ჭეშმარიტება

ჭეშმარიტებას კი არ მოიპოვებენ, არამედ - შეიწყნარებენ, და ის ამაოდ დაშვრებოდა, ზეციური ძალებიდან რომ არ იღებდეს მასალას თავისი სამუშაოსთვის. ეს უმაღლესი ძალა რწმენაა.
link
image

თემა: ზომიერება,  სულიერი მღვიძარება,  ხორციელი მღვიძარება

ქრისტიანმა შეძლებისდაგვარად უნდა შეზღუდოს თავისი საჭიროებები; სიფხიზლე და ზომიერება - ყველაზე საუკეთესო მარაგია, რომელიც ზეცისაკენ სავალ გზაზე შეგიძლია, თან გაიყოლო.
link
image

თემა: რელიგია,  ქრისტიანობა,  უფალი იესო ქრისტე

ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა. მაგრამ ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი - ადამიანი.
link
 

თემა: სიტყვა

645. მისაღებია თუ არა შეუფერებელი სიტყვებით საუბარი?შეუფერებელ სიტყვებს არა მარტო ჩვენ უნდა მოვერიდოთ, არამედ მკაცრი შეხედვით, თავის შებრუნებით, შეწუხებული ემოციით შევაჩეროთ ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან. „რამეთუ პირისაგან გამომავალი ბილწავს კაცს“ (მათ. 15.18).
link