image

თემა: მწუხარება

45. როგორ მოვიქცე მჭმუნვარე ფიქრთა მოჯარვისას(მოძალებისას)?მწუხარე ფიქრთა მოჯარვისას(მოძალებისას კაცთა მიმართ ღვთის სიყვარული მოიგონე, თუ ვითარ იღვწის იგი ჩვენ ცოდვილთა ცხონებისათვის. "მრავლითა ჭირითა ჯერ–არს ჩვენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა". ამიტომ შენი სვლაც თუ იწრო და მწუხარებებით აღსავსე გზით მიემართება, ნუ შეშფოთდები. ეს გზა მიგიყვანს საუკუნო ცხოვრებად
link
image

თემა: მოწყალება

220. შეიძლება თუ არა, რომ მოწყალების გაღების მიზნით ავიღო ვალი და შემდეგ გავცე?მოწყალების გამო ვალი არ უნდა აიღო. ეკლესიის იტორიაში არსად იხილვება, რომელიმე სამაგალითო გლახაკთმოყვარეს საკუთარი თავი ვალებით რომ შეეკრა.
link
image

თემა: სიმდიდრე,  სიღარიბე,  მწუხარება

28. უცნაური რამაა! ღარიბ–ღატაკთა ჭმუნვის მიზეზი არსობის პურის უქონლობაა, მდიდრები კი, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ყოველგვარი სიკეთით სავსენი არიან, უფრო დიდი მწუხარებებით არიან მოწყლულნი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ან ვინ არის ამის მიზეზი?ჩვენი სულიერი მდგომარეობა. კაცობრივი გონებისთვის მიუწვდომელი ღვთის განგება ყოველივეს ჩვენს სასარგებლოდ იქმს. უდარდელი ცხოვრება რომ გვქონოდა, თავდავიწყებასა და ამა სოფლის მაცდუნებელ სიმამეებს მივეცემოდით, რომლებიც მხოლოდ ვნებს სულს და ღმერთს გვაშორებს. მწუხარებით შეურვებულ გულს კი, რომელიც ერთგვარად უკვე მკვდარია ამა სოფლისათვის, ვეღარაფერი ატყვევებს. ჭეშმარიტი ნუგეშის ვერსად მპოვნელი, იგი მხოლოდ ღვTისკენ მიილტვის და მისი მოწყალების უზომო სიღრმიდან აღმოივსებს უშრეტ სიხარულს. ღმერთი სიყვარულია და სწორედ ეს სიყვარული აიძულებს ხოლმე მწუხარებანი მოგვივლინოს, რაკიღა ხედaვს, რომ დალხენილი ცხოვრება ჩვენთვის უსარგებლოა. „რომელი uყვარს უფალსა, სწავლის – ამბობს წმიდა წერილი და სტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (იგავ. 3, 12).
link