ავტორი:
წმ. ეფრემ ასური
თემა: გინება
ნეტარ არს კაცისა მის, რომელმან ენითა თვისითა არა ავნოს სულსა თვისსა, არამედ გულისხმა-ყოს, ვითარმედ, ყოველთავე საშჯელი თანა გუაც სიტყუათათვისცა ცუდთა. ნეტარ არს, რომელი არა იგემოვნებდეს სიტყუასა გინებისასა და არცა სმენაი მისი ეყუარებოდის. რომელი არა იგინებოდის, პირითა დაუცავს მას თავი თვისი ვნებისაგან დიდისა. ამან არცა პირი თვისი შეიგინა, არცა სხუათა საფრხე ექმნა. რომელი ევლტოდის გინებასა, იგი მძლე ექმნას გუნდსა ეშმაკთასა. ყოველმან, რომელმან არა ასწავა გინებაი ენასა თვისსა, მან მოიგო საფასე წარუვალი. რომელი არა სძაგებდეს მოყასსა თვისსა და არცა იგინებოდის, ესე თავისუფალ არს კაცის კვლისაგან