image

თემა: დაყუდება

სრული დაყუდება არის ჯვარი, რომელზეც ადამიანი ჯვარს უნდა ეცვას ყველა მისი ვნებითა და გულისთქმით. მაგრამ დაფიქრდი, რამდენი გინება და შეურაცხყოფა დაითმინა უფალმა, ვიდრე ჯვარზე ავიდოდა. ასევე, ვერც ჩვენ მოვიპოვებთ სრულ დაყუდებას და არც წმინდა სრულყოფილების იმედი უნდა გვქონდეს, თუ მანამდე ქრისტესთან ერთად არ ვევნებით. ხომ ამბობს მოციქული: "უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მას თანაცა ვიდიდნეთ" (რომ. 8,17). სხვა გზა არ არსებობს. ვინც დაყუდების ღვაწლს შეუდგა, უნდა იცოდეს, რისთვის შეუდგა, რათა მისი გული სხვა არაფრისკენ მიიდრიკოს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები