image

თემა: მზვაობრობა


სწავლა ნ. თავი იზ. ცუდად მზვაობრობისათვის.

ვივლტოდეთ ძმანო, ცუდად მზვაობრობისაგან, რომელი ესე უძვირეს არს ყოველთა ვნებათასა. ცუდად მზვაობრობისაგან იშვების ანგაარება და სახმართ მოყვარება, ცუდად მზვაობრობისაგან იქმნების სიძულილი და ბრძოლანი, და შფოთი, რამეთუ, რომელი უმეტესსა დიდებასა ეძიებდეს, მარადის ბრძოლათა და ბოროტთა შინა არს, და ვერაოდეს ჰპოვებს გულის-თქმისა თვისისა დასასრულსა, - ხოლო ესე ყოველი ცუდად მზვაობრობისაგან არს. რამეთუ რაისაგან არს სიმრავლე სამკაულთა, მონათა და ტაძართა, რომელ ჰქონან მრავალთა? არათუ სახმარ მათდა არს იგი ყოველი, არამედ რათა ამპარტავნებისა და ზვაობისა მათისა მოწამენი მრავალნი იყვნენ. ხოლო უკეთუ ცუდად მზვაობრობასა ვჰსძლოთ, სხვანი მრავალნი ვნებანი უჩინო ვჰყვნეთ მისთანა, რამეთუ არღარა იყოს დამაყენებელ, რათა ესრეთ ვიყოფოდეთ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცათა შინა. რამეთუ ესე ვნება არა თუ ცოდვათა ოდენ შინა არს, არამედ სათნოებათაცა შინა შეერთვის, და განმრყვნელი არს სათნოებისა ყოვლისა, რომელსაცა თანა იყოს. რამეთუ შრომათა თავსდებად გვაიძულებს, და ნაყოფისა მოკრებად არა შეგვინდობს. რამეთუ აქავე მიუღებიეს სასყიდელი ყოვლისა შრომისა ცუდად მზვაობართა. და რაიმცა იყო ამის დაჭირვებისა უსაწყალობელეს? რამეთუ შეუძლებელ არს, თუმცა სოფლისაცა დიდებასა ვეძიებდეთ და ღვთისასაცა, და ორივემცა ვჰპოვნეთ. არამედ მაშინ ოდენ ვჰპოვებთ ორსავე, რაჟამს ერთსა ვეძიებდეთ ოდენ ღვთისა მიერსა. და ამისთვის გევედრები, ძმანო, რათა ვივლტოდეთ დიდებისაგან კაცთასა და ვეძიებდეთ დიდებასა ღვთისაგან, რომელსა ღირსმცა ვართ მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები