ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: მზვაობრობა
919. როდის იჩენს თავს მზვაობრობა?
მზვაობრობა ყველა საქმეში იპოვება. მაგალითად, ვმზვაობრობ, როცა ვმარხულობ და მაშინაც, როცა ვიხსნილებ, რადგან ვცდილობ, კაცთაგან დავფარო ჩემი თავშეკავება და ვთვლი, რომ ბრძენი ვარ. მზვაობრობა მამარცხებს, როცა სასიამოვნოდ ვიმოსები, მაგრამ ასევე ვმზვაობრობ, როცა ძველმანები მაცვია; როცა ვლაპარაკობ, – ვმაღლოობ გონებით, როცა დავდუმდები, მაშინაც ასეა. სადაც არ უნდა მივაგდო ეს კუროსთავი (ეკლიანი ბალახი) ერთი ეკალი ყოველთვის წამოყოფს თავს.