საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ, ღვთისაგან ვართ; რაც გვაქვს, ღვთისაგა...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ, ღვთისაგან ვართ; რაც გვაქვს, ღვთისაგან ანუ სხვათა კაცთაგან გვაქვს. მაშ, რისთვისღა უნდა ვიყოთ გულდიდნი? შენზე უჯობეს კაცს უნდა შეამსგავსო შენი თავი და არა შენზედ უარესს. თუ კარგად გამოიკვლევ რა გაკლია, შენ იმით ვეღარ იქმნები გულდიდი რაიცა გაქვს.
უფალი ჩვენი ყოველთა ღარიბთა, საწყალთა და უბედურთა კაცთა აძლევს დიდსა ნუგეშსა, ასწავლის მხნეობასა და სულგრძელებასა მისთვის, რათა მოთმინებითა იტვირთონ ყოველი თვისი უბედურება.
ღმერთი მოწყალების თვალით უყურებს ყოველსა გულწრფელსა და ერთგულსა შესაწირავსა, რაც გინდა მწვლილი (მცირე) იყოს იგი, მაშასადამე ყოველსა ღვთისმოყვარესა კაცსა უნდა უყვარდეს შეწირვა ღვთისა და მსახურება ნაყოფისაგან თვისისა.
კაცი უქმად დროების გამტარებელი, სხვის ნაშრომს სჭამს, ქვეყანას სიმდიდრეს აკლებს და მაგიერს არაფერს შემატებს. ერთი სიტყვით, იგი არის კაცი მავნებელი საზოგადოებისა.
მცონარესა კაცსა არ უყვარს თავის შეწუხება. მას ეზარება თვისი გულის გასინჯვა და ძალის დატანება. ამისთვის გული მისი არის გაქვავებული და ყრუ ყოვლისა კეთილისა საქმისათვის.
გულითა თვისითა კაცმან უნდა შეიყვაროს ყოველი კეთილი საქმე და ქველისმოქმედება, გარნა ეს შეიძლება მაშინ, როდესაც გული კაცისა არის დამუშაკებული და გაწვრთნილი დაუცხრომელითა მეცადინეობითა და შრომითა.
წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის კაცისა. მას ღმერთმა მისცა ჭკუა, გარნა ჭკუა მისი არ არის გაშლილი სწავლითა, არ არის გართული სასარგებლოთა საქმეთა შინა, იგი არ ჰფიქრობს მას ზედა, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმეს შეუდგეს, იგი არის...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის კაცისა. მას ღმერთმა მისცა ჭკუა, გარნა ჭკუა მისი არ არის გაშლილი სწავლითა, არ არის გართული სასარგებლოთა საქმეთა შინა, იგი არ ჰფიქრობს მას ზედა, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმეს შეუდგეს, იგი არის გართული ჭორთა, კაცის განკითხვათა და სხვათა ამის მზგავსთა ჩვეულებათა შინა. ეს მისთვის, რომელ ჭკუა კაცისა ეძიებს რომელსამე საზრდოსა, ყოველთვის უქმი და დაძინებული ვერ გასძლებს და თუ კარგს საქმეში არ არის გართული, უეჭველად ...
უქმად და უსარგებლოდ გატარება ცხოვრებისა მისთვის არის დიდი ცოდვა, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ღმერთმა ეს სიცოცხლე მოგვცა ჩვენ არა შვებისა და ლხინისათვის, არამედ უმეტეს შრომისა, მეცადინეობისა და მოღვაწეობისათვის. კაცი, რომელი თვისსა ცხ...
იხილეთ სრულად
უქმად და უსარგებლოდ გატარება ცხოვრებისა მისთვის არის დიდი ცოდვა, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ღმერთმა ეს სიცოცხლე მოგვცა ჩვენ არა შვებისა და ლხინისათვის, არამედ უმეტეს შრომისა, მეცადინეობისა და მოღვაწეობისათვის. კაცი, რომელი თვისსა ცხოვრებასა ატარებს ყოველთვის უქმად, არის წინააღმდეგი ღვთისა და წინააღმდეგი საკუთარისა თვისისა ბუნებისა.
სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყედელი ცოდვა ...
იხილეთ სრულად
სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყედელი ცოდვა არის, როდესაც კაცს შეუძლია კეთილი საქმის ქმნა და იგი კი უქმად და უსარგებლოდ ატარებს ცხოვრებასა თვისსა.