მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
წმ. ამბროსი ოპტინელი წმ. პავლე მოციქულის დარიგების გათვალისწინებით, გამოყოფს ოთხ უმთავრეს სათნოებას და გვასწავლის: 1) იყავით მრავლის დამთმენნი; 2) მარადის ხარობდეთ; 3) მუდამ ილოცეთ; 4) მადლიერნი იყავით ყოველთვის; და ამასთან აღნიშნ... იხილეთ სრულად
ადამიანური სულგრძელება ღვთის სულგრძელებას უნდა ემსგავსებოდეს, რომელიც ჩვენს ცოდვებს არა თუ ითმენს, არამედ გვპატიობს კიდევაც, თუ მოვინანიებთ.
ადამიანი, რომელსაც სულგრძელება აქვს, ყოველგვარ ტანჯვას დაითმენს. ბრძენი მეფე სოლომონი წერს: სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ (იგავ. 14,28).
პავლე მოციქული სულგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ოღონდ არა უბრალოდ მოთმინებისაკენ, არამედ ჭეშმარიტად სულგრძელებისაკენ, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება გამოცდას წარმოადგენს.
ხშირად გვესმის სიტყვები: "კატასტროფული მდგომარეობა", "რა გვეშველება?" არადა ვუწყით, "რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა" (რომ. 5,3-4).
რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა.
წმ. მამები ამბობენ, რომ მადლი მადლობის შეწირვისას, მადლიერებით აღვსებისას, თავმდაბლობის, მსხვერპლის გაღების, მოთმინებისა და სიმშვიდის გამოვლენისას გვეძლევა.