ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები
ცხონება, სასუფეველი, სამოთხე - ციტატები, გამონათქვამები ცხონება, სასუფეველი, სამოთხე, გამონათქვამები
პირველი ადამიანები, მოაკლდნენ რა "ცხოვრების ხის" ნაყოფს, - ანუ უფალთან ურთიერთობის შესაძლებლობას, დაკნინდნენ; მათი აზროვნების წესიც შეიცვალა და მიწიერი ყოფით შემოიფარგლა, თუმცა ლტოლვა სამოთხისა და ღვთისაკენ კვლავ დარჩათ.
სამოთხეში ყოფნის პერიოდს მამები "წმინდა დროდ" მოიხსენებენ. იგი სხვა სახისა იყო და იქ არც ადამი, არც ევა არ ექვემდებარებოდნენ მის მდინარებას. ის დრო კი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დადგა ცოდვით დაცემის შემდეგ.
ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.
ადამიანის ცხონებას მისი პირადი ნება განსაზღვრავს, ქვეყნის კეთილდღეობას კი - მადლმოსილი ადამიანების სიმრავლე
ბეთლემს შობილი ყრმა ყოველ წელს შეახსენებს მსოფლიოს, რომ ხსნის გზა თავმდაბლობითა და უბრალოებით იწყება.
ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიყავს.
ძალიან ნაზი, მგრძნობიარე გული უნდა გქონდეს, რომ ყოველდღიური შთაბეჭდილებების, ინფორმაციების, ცხოვრებისეული ამაოებისა და ვნებების ასეთ ორომტრიალში ზეცის ხმა, მარადიული დიდების და მარადიული სიხარულის მელოდიები მოისმინო.