სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II - ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

Loading..
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

376, ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს მიმართა: ბატონო აბბა! ჩემი სული ბოროტებითაა სავსე, და სულ მინდოდა ამის თაობაზე შენთვის მეკითხა, მაგრამ მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ ვკითხავ და შემდეგ არ შევასრულებ, ამით უფლის სულს გამოვცდი-მეთქი. ჩემმა აბბამ კი მითხრა, ბერების გამოკითხვის უგულებელყოფა სულის უდიდესი დაცემააო. ღვთის გულისათვის გთხოვ, ილოცე ჩემთვის და დამარიგე, როგორ ვცხონდე და შემინდე იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

378. როდესაც ფაქიზი აზრების შესახებ გეკითხები, ასე მგონია საფუძვლიანად ვიკვლევ მათ და აზრებში ვქედმაღლობ იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

380. ჩემო მამაო! გთხოვ, ამიხსენი შემდეგი საკითხი: დავუშვათ მამებს ვკითხავ: კარგ ნაყოფს გამოიღებს თუ არა ჩემი ყანა, და დამაზიანებს თუ არა მტერი; და თუ მიპასუხებენ, საქმე ნაყოფიერი იქნება და მტერი ვერაფერს დაგაკლებსო, ხოლო სინამდვილეში ვერც საქმე გამოიღებს ნაყოფს და ვხედავ, რომ მტერიც მაზიანებს, მაშინ როგორ ვირწმუნო? ან თუ მომხდარ საპირისპირო გარემოებათა გამო ვხედავ, რომ რწმენაში ვუძლურდები, მაშინ როგორ გავძლიერდე აზრებში? ახლაც გამოიჩინე წყალობა, ჩემო მამაო, დამაყენე სწორ გზაზე და ილოცე ჩემი უძლურებისათვის იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: რწმენა

381. თუ წმინდანებს ჩემი სულიერი ვნების ან სხეულის ავადმყოფობისთვის ლოცვას ვთხოვ და მრწამს, რომ მაშინვე განვიკურნები: ეს იმ შემთხვევაშიც შესრულდება, თუ ჩემთვის სასარგებლო არაა სწრაფი განკურნება? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

382. მამები, რომელთაც რომელიმე განსაცდელის თაობაზე ლოცვას სთხოვენ, რას ითხოვენ ლოცვაში ღვთისაგან: ვნებისაგან განთავისუფლებას, თუ (ზოგადად) ადამიანისთვის სიკეთეს? და როდესაც აბბა სისოი და სხვა მამები, მოწაფეებისთვის ლოცულობდნენ, როგორ ითხოვდნენ ღვთისაგან ვნებებისაგან მათ განთავისუფლებას? როგორ გავიაზროთ ნათქვამი: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ.9,23)? და კიდევ: იმაზე მეტად თუ არავინ განიცდება, რისი დათმენაც შეუძლია (1კორ. 10,13), მაშინ ეს განსაცდელი ემსახურება თუ არა მის სარგებელს? და მოაქვს თუ არა სარგებელი წმიდათა ლოცვებს? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

383. თუ მე, წმიდანების ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებული საჭიროების, ან რაიმე სასიკეთო საქმის, ან წმინდა მამებთან წასვლის გამო, იმ გზაზე მომიწევს გავლა, რომელზეც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა: მითხარი, ჩემო მამაო, როგორ გავიარო ის? სიფრთხილის გარეშე და წმიდათა ლოცვა-კურთხევის იმედით, თუ რაღაც სხვაგვარად? და თუ შემთხვევით მაინც ავაზაკთა ხელში აღმოვჩნდი, რა ვიფიქრო მაშინ საკუთარ თავზე და ჩემთან მყოფებზე, და ასევე ჩემს ხელთ არსებულ ნივთებზე? ხოლო თუ ავაზაკების შესახებ წინასწარ არ ვეტყვი აბბას, მაშინ დავბრუნდე და ვუთხრა მათ შესახებ თუ არა? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: რწმენა

384. შეუძლია თუ არა სხვების რწმენა შეეწიოს ადამიანს, თუკი ის მას საკუთარ რწმენას არ შეუერთებს, როგორც განრღვეულს შეეწია დამხმარე ადამიანთა რწმენა? იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

385. გთხოვ, ჩემო მამაო,ამიხსენი: რით შეეწია ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა საკუთარ განკურნებას? და იმ განრღვეულსაც, რომელიც მხოლოდ სხეულის სიჯანსაღეს ითხოვდა, ჯერ ხომ ცოდვები მიუტევეს (მარკ.2,5). რაშია აქ ურთიერთშეწევნა? უფალი ხომ ეუბნება მოციქულებს: "რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე18,18), და: "უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ"(იოანე 20,23), და არ უთქვამს: თუ ურთიერთს შეეწევითო. გთხოვ, ამიხსენი ეს ყველაფერი იხილეთ სრულად

link
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე

386. მეუფეო, გთხოვ ამიხსნა: რაში იყო წმინდა ელისეს მოწაფის დანაშაული, რომ მკვდარი არ აღდგა? და თუ წინასწარმეტყველმა წინასწარ იცოდა ეს, რატომ გაგზავნა ის? და თუ გაგზავნა, წინასწარ რატომ არ დაარიგა ის? იხილეთ სრულად

link
0