376, ერთ-ერთმა ძმამ დიდ ბერს მიმართა: ბატონო აბბა! ჩემი სული ბოროტებითაა სავსე, და სულ მინდოდა ამის თაობაზე შენთვის მეკითხა, მაგრამ მეშინოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ თუ ვკითხავ და შემდეგ არ შევასრულებ, ამით უფლის სულს გამოვცდი-მეთქი. ჩემმა აბბამ კი მითხრა, ბერების გამოკითხვის უგულებელყოფა სულის უდიდესი დაცემააო. ღვთის გულისათვის გთხოვ, ილოცე ჩემთვის და დამარიგე, როგორ ვცხონდე და შემინდე
იხილეთ სრულად
ძმაო გვიან გამოიღვიძე, როცა უკვე "შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი შენნი" (ფსალ.37,5). თუ ცხონება გსურს, შეინანე, მოიკვეთე ყველაფერი, რაც დაღუპვისკენ მიგაქანებს, და დავითთან ერთად თქვი: "ესე არს განახლებაი" (ფსალ.76,10). ამგვარად, ამიერიდან შენი ნება, თავისმართლება, სიჯიუტე და დაუდევრობა მიატოვე და მათ ნაცვლად სიმდაბლეს, თვინიერებას და მორჩილებას შეუდექი. საკუთარი თავი არარაობად შერაცხე და ცხონდები. თუ ამას დაიცავ, ყოველგვარი ბოროტებისაგან დაცული ი...
378. როდესაც ფაქიზი აზრების შესახებ გეკითხები, ასე მგონია საფუძვლიანად ვიკვლევ მათ და აზრებში ვქედმაღლობ
იხილეთ სრულად
თუ გინდა ქედმაღლობას თავი დააღწიო, როდესაც რომელიმე მამას ფაქიზი აზრების შესახებ ეკითხები, გახსოვდეს, უპირველეს ყოვლისა ადამიანს იმ უხეში აზრების გამოსწორება მოეთხოვება, რომლებიც მოციქულმა აკრძალა: ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ხდომითა და შურითა (რომ. 13,13) და მათ მსგავსთა, ხოლო ამის შემდეგ ფაქიზნიც არ უნდა უგულებელყო. ვინც უხეში აზრებისადმი უდიერია და ფაქიზებზე ზრუნავს, ის იმ ადამიანს ჰგავს, ვისი სახლიც დაბინძურებულია და სხვადასხვა ნაყარნუყარითა...
380. ჩემო მამაო! გთხოვ, ამიხსენი შემდეგი საკითხი: დავუშვათ მამებს ვკითხავ: კარგ ნაყოფს გამოიღებს თუ არა ჩემი ყანა, და დამაზიანებს თუ არა მტერი; და თუ მიპასუხებენ, საქმე ნაყოფიერი იქნება და მტერი ვერაფერს დაგაკლებსო, ხოლო სინამდვილეში ვერც საქმე გამოიღებს ნაყოფს და ვხედავ, რომ მტერიც მაზიანებს, მაშინ როგორ ვირწმუნო? ან თუ მომხდარ საპირისპირო გარემოებათა გამო ვხედავ, რომ რწმენაში ვუძლურდები, მაშინ როგორ გავძლიერდე აზრებში? ახლაც გამოიჩინე წყალობა, ჩემო მამაო, დამაყენე სწორ გზაზე და ილოცე ჩემი უძლურებისათვის
იხილეთ სრულად
წმინდანთა სიტყვები სარწმუნოა და ღვთისნიერადაა ნათქვამი, ამიტომ ისინი ფუჭად არ უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ ჩვენ იმიტომ ვერ ვიაზრებთ მათ, რომ ხორციელზე და ნივთიერზე ვართ მიჯაჭვულნი; წმინდანები კი ისევე ზრუნავენ ადამიანთა სულების ცხონებისთვის, როგორც ღმერთი. იმას რასაც წმინდანები გვეუბნებიან, პირველ რიგში შინაგან ადამიანს მივუსადაგოთ, და დავინახავთ, რომ ადამიანებმა მწუხარება თუ შეგვამთხვიეს, ან მატერიალურად თუ ვიზარალეთ ეს ჩვენს სარგებელს ემსახურება, რა...
381. თუ წმინდანებს ჩემი სულიერი ვნების ან სხეულის ავადმყოფობისთვის ლოცვას ვთხოვ და მრწამს, რომ მაშინვე განვიკურნები: ეს იმ შემთხვევაშიც შესრულდება, თუ ჩემთვის სასარგებლო არაა სწრაფი განკურნება?
იხილეთ სრულად
განკურნებისთვის გაძლიერებული ლოცვა კარგი არაა, რამეთუ არ იცი, რა არის შენთვის სასარგებლო; ეს იმას მიანდე ვინც თქვა: იცის მამამან თქუენმან, რაი-იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან (მათე 6,8). ღმერთს კი ასე შეევედრე და თქვი: "მეუფეო! მე შენს ხელთა ვარ, შემიწყალე შენი ნებისამებრ, და, თუ ჩემთვის სასარგებლოა, არ დააყოვნო ჩემი განკურნება". და წმინდანებსაც სთხოვე ამის თაობაზე ილოცონ და უეჭველად გრწამდეს, რომ ღმერთი იმას შეგისრულებს, რაც შენთ...
382. მამები, რომელთაც რომელიმე განსაცდელის თაობაზე ლოცვას სთხოვენ, რას ითხოვენ ლოცვაში ღვთისაგან: ვნებისაგან განთავისუფლებას, თუ (ზოგადად) ადამიანისთვის სიკეთეს? და როდესაც აბბა სისოი და სხვა მამები, მოწაფეებისთვის ლოცულობდნენ, როგორ ითხოვდნენ ღვთისაგან ვნებებისაგან მათ განთავისუფლებას? როგორ გავიაზროთ ნათქვამი: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ.9,23)? და კიდევ: იმაზე მეტად თუ არავინ განიცდება, რისი დათმენაც შეუძლია (1კორ. 10,13), მაშინ ეს განსაცდელი ემსახურება თუ არა მის სარგებელს? და მოაქვს თუ არა სარგებელი წმიდათა ლოცვებს?
იხილეთ სრულად
ძმაო! ვინაიდან ჩვენ ორივე უსაქმურნი ვართ-მეც და შენც, ამიტომ ჩვენს ვნებებს უყურადღებოდ ვტოვებთ და ერთის ნაცვლად სხვას ვკითხულობთ. თუმცა, იმის თაობაზე, რაზეც მეკითხები ასე ვფიქრობ: რადგან სრულყოფილი მამები ღვთისაგან ადამიანისთვის სარგებლის მინიჭებას ითხოვენ, ამიტომ თუ ადამიანისთვის სასარგებლოა, ღმერთი ტოვებს მასში ვნებას მოთმინებისათვის; და თუ მისთვის ვნებისაგან გათავისუფლებაა სასარგებლო-ათავისუფლებს მას, და ამას ჩვენ ღვთის განჭვრეტას მივაწერთ. აბ...
383. თუ მე, წმიდანების ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებული საჭიროების, ან რაიმე სასიკეთო საქმის, ან წმინდა მამებთან წასვლის გამო, იმ გზაზე მომიწევს გავლა, რომელზეც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა: მითხარი, ჩემო მამაო, როგორ გავიარო ის? სიფრთხილის გარეშე და წმიდათა ლოცვა-კურთხევის იმედით, თუ რაღაც სხვაგვარად? და თუ შემთხვევით მაინც ავაზაკთა ხელში აღმოვჩნდი, რა ვიფიქრო მაშინ საკუთარ თავზე და ჩემთან მყოფებზე, და ასევე ჩემს ხელთ არსებულ ნივთებზე? ხოლო თუ ავაზაკების შესახებ წინასწარ არ ვეტყვი აბბას, მაშინ დავბრუნდე და ვუთხრა მათ შესახებ თუ არა?
იხილეთ სრულად
თუ ჩვენ სადმე გაგვაგზავნიან და რომელიმე წმინდანისაგან ლოცვა კურთხევას მივიღებთ, მაშინ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი ყოველმხრივ შეგვეწევა. ერშიც, როდესაც ვინმე თავის სახლს ძლიერ ადამიანს აბარებს, ეს უკანასკნელი მისი პატრონის პატივისცემის გამო, არც თუ მცირე ყურადღებას იჩენს სახლისადმი: და მით უმეტეს სრულად მიიღებს ღმერთი წმინდანთა ლოცვა-კურთხევას იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც ისინი მიაბარებენ; რამეთუ მასზეა ნათქვამი: "ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და...
384. შეუძლია თუ არა სხვების რწმენა შეეწიოს ადამიანს, თუკი ის მას საკუთარ რწმენას არ შეუერთებს, როგორც განრღვეულს შეეწია დამხმარე ადამიანთა რწმენა?
იხილეთ სრულად
განრღვეულს რწმენა რომ არ ჰქონოდა, მაშინ ის დამხმარეებს წაყვანის და ერდოდან ქვემოთ ჩაშვების ნებას არ დართავდა. ამრიგად, მათმა ერთობლივმა რწმენამ იხსნა ის. მაშასადამე თუ ადამიანი სხვების რწმენას საკუთარ რწმენას არ შეუერთებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს. ამიტომ ბოდიშს ნუ იხდი როდესაც შენს ტვირთს სხვას ჰკიდებს და თვითონ არაფერს აღარ აკეთებ; რამეთუ იერემიას სწამდა, რომ ღმერთი ადამიანებს იწყალებს და მათთვის ლოცულობდა, მაგრამ მათ მის ლოცვას საკუთარი ...
385. გთხოვ, ჩემო მამაო,ამიხსენი: რით შეეწია ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა საკუთარ განკურნებას? და იმ განრღვეულსაც, რომელიც მხოლოდ სხეულის სიჯანსაღეს ითხოვდა, ჯერ ხომ ცოდვები მიუტევეს (მარკ.2,5). რაშია აქ ურთიერთშეწევნა? უფალი ხომ ეუბნება მოციქულებს: "რაოდენი განჰხსნათ ქუეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა" (მათე18,18), და: "უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ"(იოანე 20,23), და არ უთქვამს: თუ ურთიერთს შეეწევითო. გთხოვ, ამიხსენი ეს ყველაფერი
იხილეთ სრულად
ძმაო, მოსაწყენია მასთან საუბარი, ვინც მოვლენების მიმდევრობას ვერ სწვდება. ქანანელი ქალის ასული და ასისთავის მონა უგონო მდგომარეობაში იყვნენ: ერთი შეშლილი იყო, ხოლო მეორე ძლიერი ავადმყოფი და ამიტომ, ისინი ვერ დაეხმარებოდნენ იმათ, ვინც მათთვის ლოცულობდა. განრღვეულმა კი, ირწმუნა რა სხეულის განკურნება, მეუფის კაცთმოყვარებით, უფრო მეტი მიიღო. ადამიანებს მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების ხანაში, მისი მოვლინება რომ ერწმუნათ, სასწაულები თავიდან იმათი შეწევნის ...
386. მეუფეო, გთხოვ ამიხსნა: რაში იყო წმინდა ელისეს მოწაფის დანაშაული, რომ მკვდარი არ აღდგა? და თუ წინასწარმეტყველმა წინასწარ იცოდა ეს, რატომ გაგზავნა ის? და თუ გაგზავნა, წინასწარ რატომ არ დაარიგა ის?
იხილეთ სრულად
ელისემ მოწაფე იმიტომ კი არ გაგზავნა, რომ დაემცირებინა-სრულიადაც არა, არამედ უნდოდა სხვათა პატივისცემა ესწავლებინა მისთვის, რომ როგორმე სინანულამდე მიეყვანა ის, რათა ერწმუნა მას და მიცვალებული აღედგინა. მაგრამ ის იმავე ურწმუნოებაში დარჩა, და თავის ურწმუნოების გამო მკვდარი ვერ აღადგინა. ის მიცვალებულს რომ ვერ აღადგენდა, წინასწარმეტყველმა იცოდა; ამიტომ, მისთვის ყველანაირი თავისმართლების საბაბი რომ წაერთმია, დამოძღვრილი, მაგრამ შეუგონებელი გაგზავნა, ...