უარყავი საკუთარი ნება, რათა სულიერი სიმშვიდე ჰპოვო. რადგან ადამიანის ნება სპილენძის კედლად აღიმართა, რომელიც აბრკოლებს მის ღმრთივგანათლებასა და სიმშვიდეს. ტკბილი იესოს მაგალითს უყურე, რომელიც დაუსაბამო მამის მორჩილი იყოვიდრე ...
იხილეთ სრულად
უარყავი საკუთარი ნება, რათა სულიერი სიმშვიდე ჰპოვო. რადგან ადამიანის ნება სპილენძის კედლად აღიმართა, რომელიც აბრკოლებს მის ღმრთივგანათლებასა და სიმშვიდეს.ტკბილი იესოს მაგალითს უყურე, რომელიც დაუსაბამო მამის მორჩილი იყოვიდრე ჯვარზე სიკვდილამდე. ხსეული გასაშოლტად მისცა, ღაწვები - საცემად და პირი შენერწყვისაგან არ მიუქცევია. ხედავ, როგორი სიყვარული გვაჩვენა ჩვენმა სახიერმა უფალმა! მაშ ასე, ჩვენც უარვყოთ ჩვენი ნება და ჩვენს წინაშე დამნაშავეთაც დავანე...
link
ნუ გგონია, რომ ყოველივე შენზეა დამოკიდებული!
მათთვის, ვინც მონასტერში ცხოვრობს
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამი...
იხილეთ სრულად
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამიანი გულისა და სხეულის უვნებობითა და სიწმინდით.
link
სწორედ ამას ნიშნავს თავის უარყოფა
მრისხანება ქედმაღლობის ნაყოფია
ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
ნეტარია მორჩილი, რომელმაც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი ნება
რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, ს...
იხილეთ სრულად
რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, სიხარულით და სასოებით აღსავსე ცხოვრობს. მშვიდი და საოცარია მისი ცხოვრება, ვინაიდან იცის, რომ როგორც განუსვენებს მოძღვარს, მისი ლოცვით ისეთივე განსვენებას მიიღებს სამოთხეში.
link
საკუთარი ნება მზაკვარ სინდისს წარმოშობს!