წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ლოცვა, სათნოებები, სიყვარული მოყვასისადმი, მორჩილება, მადლი, მონაზონთათვის, საკუთარი ნების უარყოფა, მონასტერი
მათთვის, ვინც მონასტერში ცხოვრობს
მათთვის, ვინც მონასტერში ცხოვრობს
ჩვენ, ვინც ზოგადსაცხოვრებელ მონასტერში ვცხოვრობთ, გვმართებს, რომ ვილოცოთ და სათნოება საქმით აღვასრულოთ: მორჩილებით, საკუთარი ნების მოკვეთით, ურთიერთსიყვარულით, ურთიერთშემწყნარებლობით, გულისსიტყვების დაუფარავად აღიარებით, უხუცესთა სულიერი მორჩილებით, მორჩილების საქმის დროს მუდმივი ლოცვით. როცა ამ ყველაფერს შევასრულებთ, ღვთის მადლი მოგვიხილავს ჩვენი განზრახვის, სარწმუნოების, უხუცესთა მიმართ რწმენისა და მორჩილების, საქმით აღსრულებული სათნოების შესაბამისად.