ავტორი:
ილია II
თემა:
ჯვარცმა
როგორ უპასუხა უფალმა თავისი ჯვარცმის განაჩენს?
როგორ უპასუხა უფალმა თავისი ჯვარცმის განაჩენს?
გამაოგნებლად! მიუთხრობელი დათმენით, სიბრალულითა და სიყვარულით. მან მორჩილად და უდრტვინველად მიიღო განაჩენი და არ შეეწინააღმდეგა. არ გამოიყენა ღვთიური ძალა და არ გასცდა ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს, რათა მთავარი მიზანი ბოლომდე აღესრულებინა – თავისი ყოვლადუცოდველი კაცობრივი სულის ღმრთეებრივი ძალმოსილებით ჯოჯოხეთი დაეთრგუნა და სიკვდილი შეემუსრა, ბოროტი ძალისთვის გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინა და მართალთათვის ცათა სასუფევლის გზა გაეკვალა.