მადლი თუ წავა-მოვა, ნუ იდარდებ, რამეთუ ასე იწვრთნება ადამიანი, რომ თავმდაბლურად იაზროვნოს და თავი არ აიმაღლოს.
მადლი თუ წავა-მოვა, ნუ იდარდებ, რამეთუ ასე იწვრთნება ადამიანი, რომ თავმდაბლურად იაზროვნოს და თავი არ აიმაღლოს.
ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ საღმრთო წადილის შენდამი ცეცხლოვანი სიყვარულის აღტკინების დროს გარდავიცვალოთ; როდესაც ჩვენს სულს ალი მოედება და გონება დაცხრება, და ა... იხილეთ სრულად
წმიდა მთა, 21 აგვისტო, 1947 წ. ჩემო საყვარელო შვილო ბრიენა, ჩემი სულის ნაწილო, გულისტკივილით ვლოცულობ, უამრავი ცრემლით, მუდმივი ლმობიერებით, რომ ჩვენმა უფალმა და ტკბილმა იესომ დაგიფაროს ყველანაირი ბოროტების... იხილეთ სრულად
მადლობა გადავუხადოთ ღმერთს, მარადის და ყოველთვის, იმისთვის, რომ მუდამ ზრუნავს ჩვენზე და გვკვებავს სულიერადაც და ხორციელადაც, თავის ტკბილ დედიკოსთან ერთად, რომელიც ჩვენი სულების ერთადერთი სუნთქვა და სიცოცხლეა.
წმიდა მთა, 5 მაისი, 1947 წ. ჩემს საყვარელ და ნამდვილ დაიკოს, ჩემი სულის ნაწილს, ჩვენს საყვარელ და ერთსულ დიონისესთან ერთად, მადლი და წყალობა, სიბრძნე, განათლება, მშვიდობა და ბევრი სიყვარული და მუდმივი ჯანმრ... იხილეთ სრულად
ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარუ... იხილეთ სრულად
არასდროს ეურჩო იღუმენიას. სჯობს ღმერთს აწყენინო, ვიდრე სულიერ დედას, რადგან, თუ ღმერთს აწყენინებ, სულიერი დედა გიშუამდგომლებს და ღმერთს შენთვის შეევედრება, ხოლო თუ მას აწყენინებ, ვინღა მოალბობს უფლის გულს?
მართლაც, დიდი საიდუმლოა მორჩილება! თვით ტკბილმა ჩვენმა იესომ ხომ პირველმა დაგვისახა ეს გზა და მაგალითი მოგვცა. მით უმეტეს, ჩვენ ვალდებულები ვართ მივბაძოთ.
ისწრაფეთ, გამოიქეცით, იტირეთ, იხარეთ და სიყვარულის ცრემლები დაღვარეთ, თქვენი გონება იმაში ჩაძირეთ, ვინც სხეული მიწაში ჩაძირა – იესო ხომ ჩვენს საცხოვნებლად გარდამოხდა ზეციდან; მოკვდა, რათა ჩვენც იქ ავიდეთ; აღდგა, რათა ჩვენც აღგვადგ... იხილეთ სრულად
მორჩილება ძალიან მიყვარს, ამიტომაც მონასავით გემორჩილებით და ვაკეთებ იმას, რასაც მიბრძანებთ. მოგვწერეო, მითხარით – გწერთ. ილოცეო ჩვენთვის – ვლოცულობ. მიყვარხართ და ამიტომაც გემორჩილებით. მეტყვით, გაჩერდიო – გავჩერდები.