ღმერთი და ადამიანები - ციტატები, ამონარიდები
ჭეშმარიტება უფრო ვრცელია, ამაღლებული და ღრმა, ვიდრე ეს სამყარო. ამიტომაც შეუცნობელია, მაგრამ სულიერი ადამიანისათვის იგი დღესავით ნათელია.
ჭეშმარიტება სამარეშიც ცოცხლობს, ბორკილებდადებულიც თავისუფალია, ბნელშიც ანათებს და ლაფში ამოსვრილიც სიწმინდეს ინარჩუნებს.
ჭეშმარიტება დროს არ ექვემდებარება. იგი არც ძველია და არც ახალი. იგი უცვლელი იყო გუშინ, უცვლელია დღეს, და ხვალაც უცვლელი დარჩება.
ეკლესია ტექნიკურ პროგრესს არ ებრძვის. პირიქით იგი მას ახარებს. ეკლესია მხოლოდ ტექნიკის დესპოტურ მბრძანებლობას ეწინააღმდეგება.
მართლმადიდებლობა მშვიდობასა და ერთობას გვასწავლის. მშვიდობისა და ერთობისკენ მიმავალი გზა ციცაბოა და რთული. მშვიდობის ჰანგი მონოტონური არ არის, იგი ჰარმონიულია. ერთობა არა დაუძლურებას, არამედ გაძლიერებას ნიშნავს. მშვიდობა და ერთობა... იხილეთ სრულად
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტებაა, სიწმინდე და სიკეთე - ცხოველმყოფელი მთლიანობა სიყვარულად სახელდებული.