მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები
მშვიდობა - ციტატები, გამონათქვამები მშვიდობა, გამონათქვამები, ციტატები
ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, ფეთქებადსაშიშ დროში, როდესაც ბირთვული კატასტროფის საფრთხე რეალურია; ამიტომაც განსაკუთრებით ვფიქრობთ მშვიდობაზე, რომელიც არის ძვირფასი საღვთო ძღვენი.
ღვთაებრივი მშვიდობა რამდენადაც ღრმად იმკვიდრებს ადგილს ამა თუ იმ პიროვნებაში, იმდენად მკვეთრად გამოვლინდება იგი მის ცხოვრებაში.
ჩვენთვის აუცილებელია როგორც შინაგანი, ისე გარეგანი მშვიდობა. ამის გარეშე შეუძლებელია არათუ სულიერობა, არამედ საერთოდ არსებობა.
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღე... იხილეთ სრულად
მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისცემა ღვთისა არის სათავე ქვეყნად მშვიდობისა და კეთილდღეობისა, ადამიანთა შორის კეთილგანწყობისა და ურთიერთგაგებისა.
ჩვენს რთულ ეპოქას, დამძიმებულს ტყვიითა და წამლით, მშვიდობა უნდა და სიყვარული... ჩვენს სამშობლოსაც, საქართველოს, შრომისა და სიყვარულის მარად ერთგულ ხალხს, მშვიდობა უნდა.
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მი... იხილეთ სრულად