
მზაკვრობა არის სამართლიანობის გარყვნა, გონების განდიდება, საკუთარი თავის ამაოდ გამართლება - კეთილი განზრახვის მომიზეზებით, ცრუ ფიცი, ორაზროვანი სიტყვა, გულდახურულობა, პირფერობის უფსკრული, სიცრუის ჩვეულება, ბუნებად გადაქცეული თვითგ... იხილეთ სრულად
მზაკვრობა არის სამართლიანობის გარყვნა, გონების განდიდება, საკუთარი თავის ამაოდ გამართლება - კეთილი განზრახვის მომიზეზებით, ცრუ ფიცი, ორაზროვანი სიტყვა, გულდახურულობა, პირფერობის უფსკრული, სიცრუის ჩვეულება, ბუნებად გადაქცეული თვითგ... იხილეთ სრულად
შენი ცოდვების აღსარებისას უფლის წინაშე ხორციელ ქმედებათა დაწვრილებით აღწერას ნუ შეუდგები, რათა საკუთარ თავს მკვლელად არ ექცე
ჰოი, ძეო და მორჩილო უფლისაო! საკუთარ თავს ამპარტავნების სულით ნუ აცდუნებ და მოძღვარს შენი ცოდვების შესახებ ისე კი ნუ მოუყვები, თითქოს ისინი სხვებისა იყოს; რადგან საკუთარი თავის შერცხვენის გარეშე მარადიული სირცხვილისაგან ვერ დაიხსნ... იხილეთ სრულად
ანგელოზს მთავრობა ამპარტავნების საბაბად გაუხდა, მაგრამ მთავრობა მას ამისათვის არ ჰქონია ბოძებული
იობს იოტისოდენა ვერცხლისმოყვარეობაც კი არ ჰქონდა და სწორედ ამიტომ შეხვდა უდრტვინველად ყოველივეს დაკარგვას.
ვინც იგემა ზესთასოფლის სიკეთენი, ადვილად თმობს ამქვეყნიურს, ხოლო ვისაც ეს პირველი არ განუცდია, ხარობს ამ უკანასკნელთა მოხვეჭით.
როგორც ზღვას არ დატოვებს ტალღები, ისე ვერცხლისმოყვარეს – მრისხანება და წუხილი.
როგორც ფეხებზე ბორკილშებმულთ არ ძალუძთ დაუბრკოლებლად სიარული, ასევე ისინიც, ვინც ფულს აგროვებენ, ვერ შეძლებენ ზეცად აღსვლას
ამპარტავნება სულის სრული სიღატაკეა, რადგან სიზმარსა და წყვდიადში თავს მდიდრად წარმოიდგენს, მაგრამ, როდესაც გაიღვიძებს და ნათელს იხილავს, მაშინ მიხვდება, რომ პურიც კი არ ჰქონია.
თავმაღლობა ცოდვების დავიწყებას იწვევს, რადგან მათი გახსენება სიმდაბლის მომტანია