წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, ამონარიდები
მონაზონი იგია, ვინც საკუთარი სული სიმდაბლის უფსკრულად აქცია და მასში დანთქა და მოაშთო ყოველგვარი ვნება.
ოცდამეორე საფეხური. ვისაც პატივმოყვარეობა არ იპყრობს, მას ვერ დაამარცხებს უგუნური ამპარტავნება, რომელიც ღმერთის მტერი და მოძულეა.
34. ის ძალიან ადვილად შეერწყმის კაცთა ბუნებას და ბევრ საბრალოს მისი საშუალებით ამარცხებს; ვნახე ეშმაკი, რომელმაც თავისი მეგობარი ეშმაკი დაამწუხრა და განსდევნა: ძმები ერთმანეთს განურისხდნენ, როდესაც ჩხუბობდნენ, სტუმრები ეწვივნენ, მ... იხილეთ სრულად
4. ჭიანჭველას უხარია როცა იპოვის და მოიპარავს, ხოლო პატივმოყვარეობას დაღუპვა და გაფანტვა ახარებს.
13. "შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეძრწუნდა" (იობ. 4, 15). - ამბობდა ელიფაზი მტრის ამ მზაკვრობის შესახებ და ამასვე ვამბობ მეც.
სადაც შიში გიპყრობს, იმ ადგილას ღამით მისვლას ნუ დაიზარებ, რადგან თუკი ეშმაკს დაუთმობ, ეს დასაგმობი და ბავშვური თვისება შეგაბერდება.
ყველა მშიშარა ამპარტავანია, მაგრამ ყველა უშიშარი მდაბალი არ არის, რადგან ავაზაკები და საფლავის მბზარავები ადვილად არ კრთიან